საზოგადოება ქყვენები, სადაც ყველაზე მეტი ქართველია წასული 2021, 22 იანვარი, 7:56 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ქართველია წასული, მათი რაოდენობა დაახლოებით 840 000-ს შეადგენს. Pew Research Center-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში, საბერძნეთში და უკრაინაში ცხოვრობს. ეს მონაცემები მოიცავს 1990-2017 წლების კვლევას. ამ დროისთვის 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ასევე ისრაელში, ესპანეთში, ბელორუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში. გთავაზობთ 9 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი ქართველია წასული. #1 რუსეთი450 000 ემიგრანტი ქართველი #2 საბერძნეთი80 000 ემიგრანტი ქართველი #3 უკრაინა70 000 ემიგრანტი ქართველი #4 აზერბაიჯანი50 000 ემიგრანტი ქართველი #5 სომხეთი40 000 ემიგრანტი ქართველი #6 აშშ30 000 ემიგრანტი ქართველი #7 გერმანია20 000 ემიგრანტი ქართველი #8 კვიპროსი20 000 ემიგრანტი ქართველი #9 იტალია10 000 ემიგრანტი ქართველი რუსეთი უდაო ლიდერია, თუმცა წინა წლებთან შედარებით მიგრაცია მოკლებულია, მაგალითად 1990-იან წლებში 660 000 ქართველი ემიგრანტი ფიქსირდებოდა რუსეთში. 728 1-ს მოსწონს
|