ეკონომიკა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სუნამო 1,295 მილიონიანი არაბული SHUMUKH-ია 15 იანვარი, 11:25 ასგარ ადამ ალი სუნამოს პრეზენტაციაზე"შუმუჰ" / SHUMUKH არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნისექსი სუნამო და ღირს 4, 752 მილიონი არაბული დოლარი, რაც 1, 295 მილიონი აშშ დოლარია. მასში თავს იყრის ინგრედიენტების განსაცვიფრებელი კომბინაცია, რომელიც მოიცავს ინდურ აგარის ხეს, სანდლის ხეს, მუშკს, თურქულ ვარდს, ილანგ-ილანგს, პაჩულს და რამდენიმე სხვა შემადგენლობას, რომელიც საჯაროდ არ არის გამხელილი. სუნამო წარმოებულია არაბული პარფიუმერული კომპანია Nabeel-ის მიერ და დაპროექტებულია კომპანიის დამფუძნებლის ასგარ ადამ ალის მიერ. შეფუთვა არის ხელოვნების ერთგვარი ნიმუში: 1, 97 მეტრი სიმაღლის ტყავის ვიტრინაში მოთავსებულია 3 ლიტრიანი სუნამოს ფლაკონი. ბოთლი მორთულია არაბეთის გაერთიანებული საამიროების სიმბოლოებით: ოქროს არაბული ჯიშის ცხენებით, ვერცხლის ნიჟარებით, რომელშიც ნამდვილი მარგალიტებია მოთავსებული, ვარდისფერი ოქროს ვარდითა და ოქროს კონტინენტებიანი გლობუსით. ფლაკონი სრულდება სამ მარმარილოს სვეტზე მოთავსებულ ოქროს გუმბათით და გუმბათის თავზე ალმასებით მორთული ოქროს ფალკონით. SHUMUKH, რომელიც არაბულად ითარგმნება როგორც "უმაღლესის დამსახურება", აერთიანებს საიუველირო და პარფიუმერიის ხელოვნებას. მის ფორმულირებაზე სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალისეტები, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. მას საერთო ჯამში 3571 ბრილიანტი, ოქრო, ვერცხლი, მარგალიტი და ტოპაზი ამშვენებს. ამჟამად მხოლოდ ერთი ბოთლი არსებობს, რაც მას განსაკუთრებულად იშვიათს და ხელმიუწვდომელს ხდის. ეს ყველაზე მდიდრული პარფიუმი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო და როგორც სუნამო, რომელზეც დამაგრებულია ყველაზე მეტი 3571 ბრილიანტის თვალი. SHUMUKH85 შეფასება არ არის
|