ეს იყო Tramp Plaza ტრამპის ერთ-ერთი პირველი კაზინო-სასტუმრო ატლანტიკ სითიში. 39 სართულიანი შენობა, რომელსაც თეთრ კოშკს მოგაგონებდათ თავის დროზე, 17 თებერვალს ნგრევის მტვერში გაეხვა. ის წლების განმავლობაში დაცარიელდა და მალე უფუნქციო გახდა.
ქალაქის მმართველებს კარგა ხანია სურდათ მისი დემონტაჟი, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, რადგან შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ბეტონის ნატეხები სცვიოდა.
ასობით ადამიანმა ამ სანახაობისთვის 10 დოლარი გადაიხადა, რომ თვალი ედევნებინათ აფეთქებისთვის ყოფილი აეროდრომიდან, (3 კილომეტრის დაშორები).
მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილ შენობაზე ჯერ კიდევ მოჩანდა ტრამპის წარწერა, ეს შენობა მას კარგა ხანია აღარ ეკუთვნოდა. 2016 წელს Tramp Plaza შეიძინა ამერიკელმა ბიზნესმენმა კარლ აიკანმა გაკოტრების გამო.
Tramp Plaza 1984 წელს გაიხსნა ატლანტიკ სითიში. გარდა ამისა, ტრამპს კიდევ ორი კაზინო ჰქონდა ამავე ქალაქში.
„მე მიყვარს კაზინოს ბიზნესი“ - წერს ტრამპი თავის წიგნში „გარიგების ხელოვნება“.
„მომწონს მასშტაბი, რომელიც უზარმაზარია, მომწონს გლამურული ცხოვრება, ყველაზე მეტად, კი მომწონს ფულადი სახსრების მოძრაობა.”
ტრამპი კაზინოებით დაინტერესდა კარიერის დასაწყისში.
ბიზნსესში წასვლის იდეა პირველად 1975 წელს გაუჩნდა, როდესაც რადიოში მოისმინა თუ როგორ შეძლეს გაფიცულმა სასტუმროს თანამაშრომლებმა ლას-ვეგასში ჰილტონის საფონდო ფასის ჩაძირვა.
”თავში მომივიდა აზრი, რომ მაშინაც კი, თუ ამ სასტუმროს ბოლომდე მივიღებდი არ იქნებოდა ისეთივე მომგებიანი, როგორც ზომიერად წარმატებული კაზინოების სასტუმრო, უდაბნოს პატარა ქალაქში. რაც გავაკეთე კიდეც და ატლანტიკ სიტისკენ წავედი.”- წერს ის წიგნში.
ტრამპმა, ამ კაზინოს აშენება ბლეფით დაიწყო, რათა მოეზიდა ინვესტიცია.
პროექტის დასაწყისში მან ჰოლიდეი ინის ხელმძღვანელები მოიწვია, რომ ენახათ, თუ რამდენი სამუშაოა იყო შესრულებული. სინამდვილეში, შენობა ძლივს იყო დაწყებული, მაგრამ ტრამპმა პატარა დადგმა მოაწყო. მშენებლობის მენეჯერს შეაკრებინა ბულდოზერები, იარაღები და მუშები, ისე რომ თითქოს გაჩაღებული მშენებლობა მიმდინარეობდა.
ამ ხერხით მართლაც დაარწმუნა ჰოლიდეი ინის წარმომადგენლები ინვესტიცირებაში. თუმცა პარტნიორობამ დიდხანს არ გასტანა და 1986 წელს ტრამპმა ჰოლიდეი ინის წილი იყიდა.
Tramp Plaza-ს აფეთქებას ტრამპიც გამოეხმაურა ტივტერზე:
”მე ბევრი ფული გამოვიმუშავე ატლანტიკ სიტიში და 7 წლის წინ წამოვედი, შესანიშნავი დრო (როგორც ყველამ იცის)”, - დაწერა მან პოსტში.
ხელოვნურად დამონტაჟებული ბომბებით სპეციალისტებმა ააფეთქესTramp Plaza