ეკონომიკა ედინბურგში, სანაპიროზე მდგარი გემი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები 2023, 22 მარტი, 17:52 2023 წლის 22 მარტს, დილით, გემი ჩამოინგრა ედინბურგის ნავსადგურში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორაა გემი დახრილი 45 გრადუსიანი კუთხით. ეს არის 75 მილიონ დოლარიანი კვლევითი ხომალდი "Petrel", რომელიც შედის Microsoft-ის გარდაცვლილ თანადამფუძნებლის პოლ ალენის საკუთრებაში. გემი, ადრე, ღრმა წყლებში ჩაძირული გემების საძიებლად გამოიყენებოდა. ადგილობრივი მრჩეველის ადამ მაკვეის თქმით, გემი ძლიერმა ქარმა დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. წყარო: www.telegraph.co.uk 550 შეფასება არ არის
|