x
image
ნინო ხიმშიაშვილი
გემის "პროპელერთან" დამალულებმა 14 დღე იცურეს ოკეანეში და სჯეროდათ რომ ევროპისკენ მიცურავდნენ


image


ოთხი ნიგერიელი კაცი გემის საჭის ზედა ნაწილზე იმალებოდა და მათ სჯეროდათ, რომ ევროპისკენ მიცურავდნენ.



თუმცა ორი კვირის შემდეგ შოკირებული იყვნენ, როცა ევროპის ნაცვლად ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიტორიის პორტში აღმოჩნდნენ.




ნიგერიიდან სიღარიბეს გაქცეულებმა უკეთესი ცხოვრების საძებნელად 5, 600 კილომეტრი გაცურეს ოკეანეში. მე-10 დღეს წყალი და საკვები ამოეწურათ და ოთხი დღე მხოლოდ ზღვის წყალს სვამდნენ. ამ სასიკვდილო მოგზაურობისგან ისინი ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ გადაარჩინა.


ნიგერიელი მიგრანტები როცა ბრაზილიის პოლიციამ იპოვა
ბრაზილიის პოლიციელი წყალს აწვდის 4 დღის მწყურვალ ნიგერიელ მიგრანტს











”ეს იყო საშინელი გამოცდილება ჩემთვის, ბორტზე ადვილი არ არის. ვკანკალებდი, ისე მეშინოდა. მაგრამ მე აქ ვარ", - თქვა 38 წლის ოპემიპო მეთიუ იეიმ, ოთხი ნიგერიელიდან ერთ-ერთმა, სან პაულოს ეკლესიის თავშესაფარში მიცემულ ინტერვიუში.


ნიგერიელი მიგრანტი
ნიგერიელი მიგრანტი იეიმი



ორი მათგანი თავიანთი მოთხვონით ისევ ნიგერიაში დაბრუნდა. ხოლო ორმა მათგანმა იეიმ და რომან ებიმენემ ბრაზილიაში მოითხოვეს თავშესაფარი.


ნიგერიელი მიგრანტი

ნიგერიელი მიგრანტი რომან ებიმენე



ნიგერიელი მიგრანტები

ნიგერიელი მიგრანტები იეიმი და რომან ებიმენე



1
677
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
677
  
2023, 4 აგვისტო, 11:44
ნიგერია საფრანგეთის კოლონიაა, უმოწყალოდ იძარცვებოდა, საფრანგეთში გაქონდათ მოპარული ურანი და ოქრო ფაქტიურად მონები იყვნენ საწყლები. ახლახანს ააყირავეს მარიონეტი პრეზიდენტი. დასავლეთის ქვეყნებიდან გაიწვიეს ელჩები, ეხლა კი ნამდვილად ეშველებათ საწყლებს. იტალიის პრემიერი მელონი აკრიტიკებდა ფრანგებს ნიგერში ბავშვების მონური შრომის გამო.
0 1 1