x
image
ნინო ხიმშიაშვილი
მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ საკუთარ პირუტყვს მაკადამიით და ლუდით გამოკვებავს


image



მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი და მეპატრონე მარკ ცუკერბერგი ამერიკაში, თავის რანჩოზე, იაპონური და ამერიკული ჯიშის ძროხების მოშენებას აპირებს და ამბობს, რომ მათ მაკადამიით და ლუდით გამოკვებავს. ამის შესახებ ცუკერბერგი თავის გვერდზე წერს და ლანგარზე განთავსებულ შემწვარ ხორცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.




"დავიწყე პირუტყვის მოშენება Ko'olau რანჩოზე. ჩემი მიზანია შევქმნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის ძროხის ხორცი. ეს პირუტყვები არიან ვაგიუ და ანგუსი და ისინი გაიზრდებიან მაკადამიის ჭამით და ლუდის დალევით, რომელსაც ჩვენ ვზრდით და ვაწარმოებთ აქ, რანჩოზე. ჩვენ გვინდა, მთელი პროცესი იყოს ლოკალური და ინტეგრირებული. თითოეული ძროხა ყოველწლიურად ჭამს 5, 000-10, 000 ფუნტ საკვებს, ასე, რომ ეს ნიშნავს მაკადამიის მრავალ ჰექტარს. ჩემი ქალიშვილები მონაწილეობენ მაკადამიის ხეების დარგვაში და ცხოველების მოვლაში.


ჩემს ყველა პროექტს შორის ეს პროექტი ყველაზე გემრიელია, " - წერს ცუკერბერგი.


imageფოტო: მარკ ცუკერბერგის ფეისბუქ-პოსტიდან





0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0