x
image
ნინო ხიმშიაშვილი
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იპოვეს ამელია ერჰარტის 1937 წელს გაუჩინარებული თვითმფრინავი


ღრმა ზღვის საძიებო კომპანიამ ოკეანის ფსკერზე, ბგერის არეკვლით წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენი სისტემით - სონარით, გადაიღო ანომალიის ფოტო, რომელიც თვითმფრინავს წააგავს. კვლევითი ჯგუფის აზრით, ობიექტი შეიძლება იყოს ამელია ერჰარტის თვითმფრინავი Lockheed 10-E Electra, რომელიც 1937 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა წყნარი ოკეანის ცენტრში.



image



ამელია ერჰარტის ტრაგიკული და იდუმალი გაუჩინარება 87 წლის განმავლობაში ატყვევებდა მსოფლიოს და უამრავ მკვლევარს და ექსპედიციას უბიძგებდა იმის გასაგებად თუ რა დაემართა ამერიკის ერთ-ერთ საყვარელ პილოტს.




ოკეანის ღრმაწყლოვანი საძიებო კომპანია Deep Sea Vision-ის კვლევითმა ჯგუფმა თვითმფრინავის გამოსახულება წყნარ ოკეანეში, ჰოულენდის კუნძულთან ახლოს - 4877 მეტრ სიღრმეზე დააფიქსირა. იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც 87 წლის წინ ამელია ერჰარტის 10 მგზავრიანი თვითმფრინავი Lockheed 10-E Electra გაუჩინარდა.


მაშინ, მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაიფრინა ატლანტის ოკეანე, კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას და მსოფლიოს ფრენით შემოვლას ცდილობდა.





Deep Sea Vision-მა თავისი ანომალიური აღმოჩენის შესახებ ინსტაგრამის პოსტის საშუალებით 2024 წლის 27 იანვარს გამოაცხადა.


image

Deep Sea Vision სონარის ფოტო



„ზოგიერთი ადამიანი მას ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს უწოდებს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა დროის უდიდესი საიდუმლო“, - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი რომეომ, პილოტმა და აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა. მისი თქმით, სურათი გადაღებულია ჰოულენდის კუნძულიდან დაახლოებით 161 კილომეტრის მოშორებით, დაახლოებით იმ ადგილთან, სადაც ამელია ერჰარტი და ნავიგატორი ფრედ ნუნანი გაუჩინარდნენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი, რის გამოც ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ერჰარტის თვითმფრინავია სონარზე.



imageამელია ერჰარტი თავისი Lockheed Model 10-E Electra-ით არის გადაღებული, თვითმფრინავით, რომელიც მან გამოიყენა მსოფლიოს გარშემო ფრენის მცდელობისას. ერჰარტი და თვითმფრინავი დაიკარგა 1937 წლის 2 ივლისს. Underwood & Underwood/Alamy Stock Photo



1937 წლის 2 ივლისს ამელია ერჰარტი ნავიგატორთან ფრედ ნუნანთან ერთად ახალი გვინეის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლაის აეროდრომიდან აფრინდა და საწვავის შესავსებად პატარა კუნძულ ჰოულენდისკენ გაემართა. ეს იყო 4100 კილომეტრის დაშორებით, 20 საათის საფრენი მანძილი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვერ მოხერხდა, რადგან კუნძულს ოკეანის წყალი და ღრუბლები ფარავდა ერჰარტმა კი სადგურთან კავშირი დაკარგა. მისი ბოლო რადიოკავშირის შეტყობინება იყო: "We are on the line 157 337. We will repeat this message. We will repeat this on 6210 kilocycles. Wait."



image

image
image
ფრენის ეს მონაკვეთი იყო ერთ-ერთი საშიში და გრძელი მანძილი



ერჰარტს და ნუნანის 16 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. ამერიკის მთავრობამ ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შემდეგ ისინი ზღვაში დაკარგულად გამოაცხადა, ხოლო ნუნანი 1938 წლის 20 ივნისს, ერჰარტი კი - 1939 წლის 5 იანვარს - გარდაცვლილებად.


image
ერჰარტი და ნუნანი /1937 წელი, 11 ივნისი



ერჰარტის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე თეოორია არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც 2017 წელს History Channel-მა შემოგვთავაზა დოკუმენტურ ფილმში, ისინი გადარჩნენ და ტყვედ ჩავარდნენ.


თეორია ეფუძნებოდა აშშ-ს ეროვნული არქივის ფოტოს, რომელიც რამდენიმე ბუნდოვან ფიგურას ასახავდა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ფოტოზე ჩანს ერჰარტი, ნუნანი და დაზიანებული თვითმფრინავი.


image


image

ფოტო-გრაფიკა: NOK ACHAREE



ისტორიული თვითმფრინავების აღდგენის საერთაშორისო ჯგუფმა (TIGHAR) 2016 წელს წამოაყენა თეორია, რომ ერჰარტი და ნუნანი გადაურჩნენ წყნარ ოკეანეში რიფზე უხეშ დაშვებას, მაგრამ მოგვიანებით დაიღუპნენ.

TIGHAR-ის გუნდი ამტკიცებდა, რომ 1940 წელს კუნძულ ნიკუმაროროზე, აღმოჩენილი ჩონჩხი შეესაბამებოდა ერჰარტის სიმაღლეს და ეთნიკურ წარმომავლობას.



ყველაზე მეტად გავრცელებულია თეორია, რომ ერჰარტის და ნუნანის თვითმფრინავს საწვავი ამოეწურა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ამ თეორიას ამერიკის მთავრობაც იზიარებს.



შემოთავაზებული დაკარგული თვითმფრინავის ახალი სონარის გამოსახულება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჰოლანდის კუნძულთან სიახლოვის გამო, თუმცა, Deep Sea Vision-ის მიერ აღმოჩენილ თვითმფრინავის ფორმის ობიექტს არ გააჩნია Earhart's Lockheed Electra-ს გარკვეული მახასიათებლები, როგორიცაა ტყუპი ძრავები.



კვლევარები ხელახლა აპირებენ იმავე ადგილას დაბრუნებას უფრო ზუსტი შესწვლისთვის, კონკრეტულად კი სერტიფიკატ „NR16020“-ის მოძებნას, რომელიც ამობეჭდილი იყო დაკარგული Lockheed-ის ფრთის ქვედა მხარეს.


image Lockheed Electra 10E NR16020; 1937 წლის 20 მარტი





0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0