x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ინფლუენსერები ქვეყნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირბადე სახეზე მიიხატა
image

ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიდან პირბადის უგულებელყოფის გამო გააძევეს ამერიკელი იუთუბერი Josh Paler Lin და რუსი ინფლუენსერი Leia Se.


მათ სოფიალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც Leia Se მიხატული პირბადით შედის სუპერმარკეტში და ყიდულობს პროდუქტს.



ინფლუენსერებმა ვიდეო ასე დაასათაურეს: "ლეას პირბადე დარჩა და ეს ხერხი მოიფიქრა".



სინამდვილეში კი, როგორც მოგვიანებით განმარტეს მათ, ეს იყო გამიზნულად გასართობად გადაღებული ვიდეო.


ვიდეოში ჩანს, რომ მოლარე-კონსულტანტს ეჭვი ეპარება პირბადის ნამდვილობაში. თუმცა სუპერმარკეტს ისე ტოვებენ, რომ არავინ არაფერს ეუბნება, ინფლუენსერები კი გაკვირვებულები ამბობენ: "არ მჯერა, რომ იმუშავა!"




Paler არის ტაივანური პასპორტის მფლობელი, რომლის YouTube არხი სპეციალიზდება სასაცილო ვიდეოებში და მას 3.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. სე-ს კი - 25000-ზე მეტი ინსტაგრამის მიმდევარი.


მიუხედავად იმისა, რომ ბალის კანონის მიხედვით ნიღბის ტარების წესის დარღვევისთვის პირველ შემთხვევაში უცხოელი პირებისთვის 1 მილიონი რუპიაა (70 დოლარი) ჯარიმა და მეორე დანაშაულის შემდეგ დეპორტაცია ემუქრებათ, პოლიციამ კუნძულიდან მათი პირდაპირ გაძევება გადაწყვიტა.


”მხოლოდ მათთვის უფრო მკაცრი სანქციაა სათანადო, არა მხოლოდ ჯარიმა, არამედ დეპორტაციაც”, - თქვა ბალის სამოქალაქო სამსახურის პოლიციის განყოფილების უფროსმა, დევა ნიუმან რაი რაიმმადიმ. ”ისინი არა მხოლოდ არღვევენ, არამედ საზოგადოებაში შეგნებულად პროვოცირებენ და უგულებელყოფენ პირბადის ტარების წესებს, რაც ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს.”


წყვილმა სინანული გამოთქვა და ბოდიში მოიხადა ლინის ინსტაგრამის ვიდეოს საშუალებით.



”ეს ვიდეო ხალხის გასართობად გადავიღე, რადგან შინაარსის შემქმნელი ვარ და ჩემი ვიდეოები ხალხის გართობისთვისაა”, - თქვა ლინმა, ”თუმცა, მე ვერ ვხვდებოდი, რომ რაც გავაკეთე, შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყოლოდა”, - თქვა მან. ის ხალხს ურჩევს მუდამ ატარონ პირბადე.



ჯამარული მანიჰურუკმა, რომელიც ხელმძღვანელობს ბალის რეგიონალურ ოფისს იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრის აპარატში, თქვა, რომ ლინი და სეს დეპორტაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, COVID-19– ზე ტესტირების შემდეგ.



"უცხოელები, რომლებიც ინდონეზიაში არ სცემენ პატივს კანონებს და რეგულაციებს, სანქციების წინაშე დგანან", - თქვა მანიჰურუკმა მისი თქმით, ლინი და სე მოთავსდებიან საპატიმრო საკანში, საიმიგრაციო ოფისში, მათი ფრენის მოლოდინში.




0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0