სხვა ტაივანში 7.4 მაგნუტუდის მიწისძვრა მოხდა 3 აპრილი, 5:59 ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7, 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური სამსახურების ცნობით კუნძულსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსალოდნელია ცუნამი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს ტაივანის ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცუნამის 3 მეტრამდე ტალღები მოსალოდნელია იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე. ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომ ხალხი ცუნამის საშიშროებაზე გააფრთხილა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის ნაწილებშიც. წყარო: BBC129 შეფასება არ არის
|