x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პედოფილის კუნძულზე" ვიზიტის შემდეგ რუსმა მოდელმა თავი მოიკლა
image


ტოპ ყაზახ-რუსი მოდელი გადახტა საცხოვრებელი კორპუსიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც 18 წლის ასაკში ჯეფრი ეპშტეინის ეგრეთ წოდებულ პედოფილთა კუნძულზე გადაიყვანეს.

image

რუსლანა კორშუნოვამ - რომელსაც "რუს რაპუნცელსაც" უწოდებდნენ პოდიუმის სუპერვარსკვლავმა და ნინა რიჩის პარფიუმერულმა ვარსკვლავმა - თავი მოიკლა 2008 წელს ნიუ-იორკში უოლ სტრიტზე საკუთარ ბინაში, სულ რაღაც 20 წლის ასაკში.


image

ახლახან დოკუმენტების მიხედვით ცნობილი გახდა თუ როგორ გაემგზავრა გოგონა ეპშტეინის ლიტლ სენტ ჯეიმსის კუნძულზე, მისი პირადი ბოინგ 727 -ით, სახელწოდებით Lolita Express, მის ტრაგიკულ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.


ეპშტეინის ჩანაწერებში მისმა გამოჩენამ გააჩინა შიში, რომ მასზე ძალადობდნენ.

image


2006 წლის ივნისში, 18 წლის რუსლანა ნიუ-იორკიდან ეპშტეინთან და სხვა მეგობრებთან ერთად გაფრინდა ბოინგ 727-ით, სახელწოდებით „ლოლიტა ექსპრესი“, მის კერძო კუნძულზე ვირჯინიაში, ლიტლ სენტ ჯეიმსზე. გაურკვეველია, რა დაემართა მას იქ მისვლის შემდეგ, მაგრამ ეპშტეინი ცნობილი იყო, რომ გოგოები და ახალგაზრდა ქალები მიჰყავდა თავის რეზიდენციაში, სადაც მათზე სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდნენ სტუმარი მამაკაცები.

image


ფოტოზე:რუსლანა კორშუნოვას სახელი Lolita Express, -ის მგზავრთა სიაში ფიგურირებს,


„ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცნობდე მას, მაგრამ წაიკითხე სტატია, რომელიც მე მიმაგრებული მაქვს და შემდეგ გადახედე ფოტოებს და ნახავ, იცნობ თუ არა მას“, - წერდა მოდელის ადვოკატი ედვარდსი ადვოკატ ვირჯინია რობერტს-ჯუფრეს 2011 წელს -ხვალ დაგირეკავ."


ვირჯინია -ჯუფრე ეპშტეინის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებელი იყო.


რუსლანა კორშუნოვამ 2008 წლის 28 ივნისს ნიუ-იორკში მანჰეტენზე, უოლ სტრიტის 130 -ში, მე-9 სართულიდან გადმოვარდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ბევრ მის ახლობელს მიაჩნდა, რომ მას არ ქონდა რეალური მიზეზი, რომ სიუციდი განეხორციელებინა.

image

შეგახსენებთ, ცნობილი პედოფილის, ჯეფრი ეპშტეინის საქმე ახლახან განახლდა, რა დროსაც ბევრი ცნობილი ადამიანის სახელები და ახალი დეტალები ამოტივტივდა(ნახე ბმული)

2
930
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
930
  
9 იანვარი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 იანვარი, 19:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2