x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იცით რომ დრაკონები კიდევ არსებობენ?

ამ წარმოუდგენელი არსების ნახვისას, უნებურად, დრაკონების შესახებ, ბავშვობაში მოსმენილი ზღაპრები გვახსენდება და კიდევ, სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები, მფრინავი დინოზავრების გმირებით. მაგრამ, ეს საოცარი ქვეწარმავლები, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ, რეალური არსებები არიან...


image


მფრინავი დრაკონი (ლათ. Draco) — სწორედ ასე ჰქვია ხვლიკების გვარს, რომელშიც, ამ ქვეწარმავლების 30–მდე სახეობაა შედის. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს — ფრენა შეუძლიათ. ევოლუციის პროცესში, სამხ–აღმოსავლეთ აზიის ტყეების ამ მაცხოვრებლებმა, სხეულის უნიკალური მახასიათებლები შეიძინეს და თუ ჩვეულებრივმა ხვლიკებმა დედამიწის ზედაპირი წარმატებით აითვისეს, მფრინავი დრაკონები, მათგან განსხვავებით, უპირატესობას ტყის ზედა იარუსებს ანიჭებენ და ხეების კენწეროებზე ცხოვრობენ. ხოლო იმისთვის, რომ მათთვის მოსახერხებელი ყოფილიყო, ერთი ხიდან მეორეზე გადახტომა, ბუნებამ უნიკალური ანატომიური თვისებებით დააჯილდოვა.


image


მფრინავ დრაკონებს ე. წ. ყალბი ნეკნები აქვთ, რომლებიც კანის ფართო ნაკეცებს აკავებენ. სწორედ ამ ნეკნებზე არსებული კანი ასრულებს მათთვის ფრთების როლს. ნახტომის წინ, ხვლიკი თათებს შლის და მასთან ერთად, ცრუ ნეკნებიც იშლება. ამ დროს კანი იჭიმება და ფრთის ფორმას იღებს. ხვლიკები, რა თქმა უნდა, ფრთებს არ იქნევენ, მაგრამ გარკვეულ მანძილზე, ასე 20 მ–ზე, გადაფრენა შეუძლიათ... და ეს იმ ფონზე, რომ მათი სხეულის სიგრძე 40 სმ–ს არ აღემატება, აქედან 2/3 კუდზე მოდის. ამ გვარის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ბლანფორდის მფრინავი დრაკონია (лат. Draco blanfordii) და მისი სხეულის სიგრძე, დაახლოებით, 35 სმ–ია.


image


როგორც აღვნიშნეთ, მფრინავი დრაკონები სამხ–აღმ. აზიაში ბინადრობენ, თუმცა ისინი, შეიძლება, ინდოეთშიც ნახოთ. განსაკუთრებით ბევრია ფილიპინებზე, სუმატრასა და კალიმანტანზე.

მფრინავი დრაკონები მტაცებლები არიან. ისინი ჭიაყელებითა და ზრდასრული მწერებით იკვებებიან. აქტიურები, ძირითადად, დილის საათებში არიან, ხოლო სიცხეში, უმეტესწილად, ისვენებენ. ხიდან თითქმის არ ჩამოდიან და ეს არც სჭირდებათ, რადგან ეს ხვლიკები — ნამდვილი დრაკონები არიან, რომლებმაც ცა "დაიპყრეს".


image

სხვა სიახლეები:


* უცნაური დამთხვევების ისტორიები

* რას აქცევენ ყურადღებას პირველი შეხვედრისას?

* ხრიკები, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0