საზოგადოება ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს 4 იანვარი, 9:37 იმ სახლის ყველა მოსახლემ, რომელშიც ვცხოვრობდი, იცოდა, თუ როგორი მახინჯი იყო ეზოს შემოკედლებული კატა. მას მხოლოდ სამი რამ უყვარდა ქვეყანაზე: ბრძოლა არსებობისთვის, იმის ჭამა, რასაც იშოვიდა და მოფერება. ამ სამი რამის კომბინაციამ და კიდევ იმან, რომ უსახლკარო იყო, მის სხეულზე წარუშლელი კვალი დატოვა: კატას ცალი თვალი და ცალი ყური არა ჰქონდა, ხოლო მარცხენა ფეხი მოტეხილობის შემდეგ, ისეთი კუთხით შეუხორცდა, რომ როდესაც დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სადმე შეხვევას აპირებდა. კუდი კარგა ხნის წინ გაუქრა. მის ადგილზე კი, მხოლოდ პატარა წანაზარდი დარჩა, რომელიც მუდმივად მოძრაობდა. მას თავი და მხრები მთლიანად იარებით ჰქონდა დასერილი. ნებისმიერ ადამიანი, ვინც მას ხედავდა, ამბობდა: «რა ძალიან მახინჯია ეს კატაო!..». ყველა ბავშვს, მასთან შეხება, კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული. ხოლო, უფროსები, რომ გაეგდოთ, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ და წყალს ასხამდნენ საბრალოს. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ როდესაც წყლით ასველებდნენ, ის ადგილიდან არ იძვროდა – მორჩილად იდგა და სველდებოდა, ვიდრე მწვალებელს მისი გაწუწვა არ მოჰბეზრდებოდა. ხოლო, როდესაც რამეს ესროდნენ, მიდიოდა და საკუთარ მჩაგვრელს, ფეხზე ეხახუნებოდა, თითქოს დანაშაულისთვის პატიებას სთხოვდა. ბავშვს დაინახავდა თუ არა, სასწრაფოდ მასთან გარბოდა, ხელებზე თავს უხახუნებდა, ხმამაღლა კრუტუნებდა და ამ ფორმით, მოფერებას სთხოვდა. ერთხელ კატას მეზობლის ძაღლები დაესხნენ თავს. ღია ფანჯრიდან ძაღლების ყეფის, მეზობლის ძახილის - «ქს, ქსო!» და კატის განწირული კნავილის ხმები შემომესმა. მის საშველად მაშინვე გავიქეცი, მაგრამ როდესაც ადგილზე მივირბინე, საშინლად დაგლეჯილი, სისხლში ამოსვრილი და გორგალივით დახვეული, თითქმის მკვდარი კატა დამხვდა, რომელიც შიშისგან კანკალებდა. მის ზურგს, ფეხებს და სხეულის ქვედა ნაწილს ფორმა საერთოდ დაკარგული ჰქონდა. ჩანდა, რომ მისი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა... ცალი თვალიდან წამოსულმა ცრემლმა, მისი შუბლი გადაკვეთა და ძირს დაეცა. ვიდრე სახლში მიმყავდა, ის ხროტინებდა და სუნთქვა უჭირდა. გავრბოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ მისთვის უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა. ის კი, ამ დროს, ყურის ბიბილოს მილოკავდა. გავჩერდი, რადგან ცრემლი მახრჩობდა და საცოდავი არსება კიდევ უფრო მეტად მივიკარი მკერდზე. მან კი, ჩემს ხელის გულს თავი შეახო, მისი ოქროსფერი თვალი ჩემკენ მობრუნდა და აკრუტუნდა! მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელ ტკივილს განიცდიდა, მხოლოდ ერთ რამეს — სულ ცოტა სიყვარულს ითხოვდა! სულ ცოტა თანაგრძნობას… და იმ მომენტში მივხვდი, რომ ხელში ყველაზე მოსიყვარულე არსება მეჭირა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ის ამ ქვეყნად, ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე ლამაზი იყო. ის მანამდე მოკვდა, ვიდრე სახლში მისვლა შევძელი და მე, კატით ხელში, დიდი ხნის მანძილზე სადარბაზოში ვიჯექი... შემდეგ, ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორ შეცვალა ერთმა უბედურმა კატამ, ჩემი წარმოდგენები სულის ჭეშმარიტ სისუფთავეზე, ერთგულ და უსაზღვრო სიყვარულზე. ხეიბარმა კატამ თანაგრძნობის შესახებ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ათასმა წიგნმა, ლექციამ და საუბარმა. და მე, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. სხვა სიახლეები:* როგორ შეიცვალა 11 ეკრანული წყვილი, რომელთა ურთიერთობებსაც სუნთქვაშეკრულნი ვაკვირდებოდით* ლუი დე ფიუნესი – დიდი კომიკოსი და ცუდი მეზობელი* 9, 5 ათასი წლის თავის ქალა მიკროსქემით – მექსიკელი არქეოლოგების აღმოჩენა* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად404 3-ს მოსწონს
|