საზოგადოება „მე ვვარჯიშობ მამობისთვის“ - რა ხდება ბერას ცხოვრებაში? 2023, 28 დეკემბერი, 21:45 . ქართული ოცნების დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი სოციალური ქსელის მრავალრიცხოვან გამომწერებს სახალისო კადრებს უზიარებს. . „ხალხი მეკითხება, რატომ გამოიყურება ჩემი ვარჯიშები განსხვავებულად, იმიტომ რომ მე ვვარჯიშობ მამობისთვის“. – წერს ბერა ივანიშვილი. . ცნობისთვის, ბერა რაღაც პერიოდი სოციალურ ქსელში არ აქტიურობდა. წლების მანძილზე პაუზის შემდეგ ცოტა ხნის წინ ის ახალი მუსიკალური კლიპით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. . როგორც მან საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე აღნიშნა, ორი წლის განმავლობაში, რაც ოჯახთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობს, არაერთი მოგონება დაუგროვდა, რისი გაზიარებაც თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრებისთვის კლიპის მეშვეობით გადაწყვიტა. 199 1-ს მოსწონს
|