x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მიშამ 96% მაშინ აიღო, როცა იეჰოვას მოწმეები ყავდა ავანგარდში" – ჩერგოლეიშვილი
image

.

ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი, პოლიტიკაში ახლახან ცეკვით გადასული გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების სრული მხარდაჭერა მაშინ მიიღო, როცა იეჰოვას მოწმეების დამცველები ჰყავდა გვერდით, ხოლო მისი რეიტინგი მაშინ განულდა, როცა ეკლესიაში ყალბი სიარული დაიწყო.

.


გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:


"მოგონილმა პრაგმატიკოსებმა გაითვალისწინეთ, რომ მიშა სააკაშვილმა მაშინ აიღო 96 პროცენტი, როცა იეჰოვას მოწმეების დამცველები ყავდა ავანგარდში.


მაშინ დაენარცხა, როცა კელაპტარი დაიჭირა და ეკლესიების გარშემო ყალბად ფორთხვა დაიწყო.


ეს გაითვალისწინეთ და ქილა ერბოს ბიზნეს გეგმები მერე ალაგეთ", –წერს თამარა ჩერგოლეიშვილი.

.

ამას გარდა, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


“ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამებრძოლებს – მათ, ვისაც იცნობთ და ვისაც არ იცნობთ.


ცხადია, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ.

.

ეს პროპაგანდა, რასაც ოლიგარქი კეზერაშვილის და ბელადი სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ ემსახურება ამ ორი კარიკატურული პერსონაჟისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ მათი დაკვეთა შესრულებულია და ვინც ბელადს განუდგა, ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევები” უარყო, საკუთარ პრინციპებს უერთგულა და საკუთარ თავთან პირნათელი დარჩა, “განულდა”, მარტოა და იზოლირებულია.


ამ ვირტუალური რეალობის შექმნას ემსახურება მათ მიერ აგებული კორუმპირებული სისტემა და ამ სისტემის ყველა მოსამსახურე (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად).


პრინციპების ერთგულების გამო პოლიტიკური აქტორების იზოლაციის პრეცედენტის შექმნა ქართული დემოკრატიის პერსპექტივას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.


ამიტომ, ამ ორი კარიკატურული პერსონაჟის და მათი მოსამსახურეების მორალურ და პოლიტიკურ განადგურებას და ამ მაგალითის შექმნას, ეროვნულ საქმედ მივიჩნევ.”

2
142
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
142
  
2023, 21 დეკემბერი, 18:30
მიყვარს ეს რო მიშას ლანძღავს
2023, 21 დეკემბერი, 18:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2