საზოგადოება "აქ კარგად ჩანს ფარისევლობა, ფამილარობა, ქლესაობა და აფერისტობა" - გელა ზედელაშვილიი 2023, 19 დეკემბერი, 18:58
"ალბათ დამეთანხმებით, ეს უნიკალური ფოტოა!
რა მხრივ არის უნიკალური? აქ კარგად ჩანს ფარისევლობა, ფამილარობა, ქლესაობა და აფერისტობა. ჯერ ბადრი ჯაფარიძეს შეხედეთ, როგორი “სიყვარული'' აღბეჭდვია სახეზე... აი, ისეთი, ძვალის გადმოგდების მოლოდინში როა და ნეტარებას განიცდის. დარწმუნებულია, გადმოუგდებენ, თუ არ გადმოუგდებენ, გაავდება, გაცოფდება და კბენას დაიწყებს. რა, ასე არ მოხდა? ახლა მეორეს დააკვირდით, ესეც ნეტარებაშია, ისეთი სიამოვნებით იღებს, ლამისაა ორგაზმი განიცადოს. ესეც ძვალს ელოდება, უნდა გადმოუგდონ... ანაკლიის პორტი და ეგეთი რაღაცები მაგისთვის ძვალია, მსუყე ლუკმაა. ოღონდაც გადმოუგდონ და სურათებს კი არა, კინოსაც გადაიღებს. თუ არ გადმოუგდებენ, ეგეც გაავდება, გაცოფდება და კბენას დაიწყებს. რა, ეგრე არ მოხდა? ადრინდელი დრო აღარ არი, თორემ ბიძინა ივანიშვილსაც სკამის გადაჭრილი ფეხით დაუწყებდა დევნას. აი, ისე, მერაბ კოსტავას რომ დასდევდა და ერთხელ პალტოც შემოახია. მე არ მინახავს, თვითმხილველები ამბობენ, გეპეის კომკავშირის მდივანი რო იყო, მამულზე ფიქრში ათანებდა და აღამებდაო. ჰოდა, იმას ვამბობდი... ვერ დაითრიეს ძვალი, ვერ მიიღეს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და გაავდნენ, გაბოროტდნენ. განა რამე აკლიათ? განა ფული და ქონება არ აოხრიათ? აოხრიათ და თანაც ბევრი, მაგრამ კიდე უნდათ, მეტი უნდათ, ძალაუფლებაზეც ფიქრობენ, რატომაც არა? რა, თვითონ ვერ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები? ჩვენაო, ყველაზე კარგად ვიცით, როგორ უნდა გამდიდრდეს ქართველი კაციო. იციან! აი, ასე, თუ საჭიროა, ყველაფერი უნდა იკადრო - ხალხს ქონებაც აახიო, პროცენტებიც დაარიცხო, სურათებიც გადაიღო, ვინმეს მუხლებიც აულოკო, ხელებიც დაუკოცნო... ყველანაირად უნდა ეცადო, მისაღები მიიღო. ვერ მიიღებ? შექმენი პარტია, დახარჯე მილიონები, შეათრიე რამდენიმე დუპლეტი პარლამენტში და ირბინე აღმა-დაღმა - ხან ბრიუსელში, ხან აშუშუში, ხან საელჩოებში. პრინციპი იგივეა, როგორც საბჭოთა პერიოდში, ოღონდ ახლა არეალი გაფართოვდა, მაშინ თუ ცენტრალურ კომიტეტსა და აღმასკომში დარბოდი, ახლა ევროპარლამენტსა და კონგრესში უნდა ირბინო. დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც სურათზეა აღბეჭდილი, ბოდიშს ვიხდი, მე ყურადღება მხოლოდ ამ ორ წარმონაქმნზე მაქვს გამახვილებული. თუმცა, თუ ამ საზოგადოების წევრთაგან ვინმე ფარისევლების პოზიციას იზიარებს, მაშინ ბოდიში უკან მიმაქვს. სულ კარგად ბრძანდებოდეთ!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. 156 4-ს მოსწონს
|