საზოგადოება “ეს 5 ლარი "ვოლტს" კი არა გაჭირვებით დაღლილ ადამიანს წაართვი, რომელსაც 7 თვის ბავშვი ელოდება!” 2023, 20 დეკემბერი, 17:27
.
სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი ვოლტის დამკვეთის უპასუხისმგებლო ქმედებაზე წერს და საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს.
.
"ჩემი ქმარი "ვოლტის" კურიერია, სამსახურის მერე გადის "ვოლტზე" სამუშაოდ, დღეს შეუვიდა შეკვეთა, სადაც ქეშად იხდიდნენ თანხას, 18 ლარამდე იყო გადასახდელი, ადგილზე რომ მივიდა მომხმარებელს 20 ლარი ჰქონია, ხურდას უქონლობის გამო ვერ უბრუნებდა ანუ, 2 ლარზეა საუბარი. ამ გოგომ კაი არ მინდა ხურდაო და წამოვიდა ესეც. ცოტახანში წერს "ვოლტი", კლიენტმა მოგვწერა რომ 5 ლარი შეაწერეთო, 5 ლარიოო ხალხნოო, როცა 2 ლარზე იყო საუბრი.ან მაშინ გეთქვა და რაღაც გამოსავალს იპოვიდით, ან სულ გაჩუმებულიყაბი თუ დაუტოვე.... თუ ახლა ამას კითხულობ და ამოიცანი თავი, ძალიან ცუდად მოიქეცი, და ეს ძალიან მსუბუქად ნათქვამია! ალბათ, ახლა გიხარია 5 ლარი “მოვუტეხე” ვოლტსო, ვოლტს კი არა გაჭირვებით, გამოუძინებელ და დაღლილ ადამიანს წაართვი, რომელსაც სახლში 7 თვის ბავშვი ელოდება!!!.არ ვიცი რაში დახარჯავ იმ 5 ლარს, მაგრამ ღმერთმა შეგარგოს ჩემს შვილზე მოპარული თანხა და ჩვენ სიკეთით დაგვიბრუნდეს.პ.ს ფულში კი არაა საქმე, ადამიანობაშია." - წერს სოცქსელის მომხმარებელი ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი".248 1-ს მოსწონს
|