საზოგადოება „ოთხი წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი, დღეს ისევ იქორწინა“ - ზურაბ შევარდნაძე 25 ივნისი, 10:47
.
ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე 4 წლის წინ, მისი ბაღიდან გაქცეული პატარძლის ისტორიას იხსენებს და ამბის ბედნიერი დასასრულის შესახებ გვამცნობს:
.
ოთხი წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი ყველას გვახსოვს. დღეს იმ პატარძალმა იქორწინა, თავის ავსტრიელ თანამშრომელს გაჰყვა. თეთრი კაბით, რომ დავინახე მეგონა მომელანდა… გიორგისაც თავის ბავშვობის შეყვარებული შეურთავს და პატარა შვილიც ჰყავს თურმე. . ანამარია და იოჰანეს, მთელი გულით გილოცავთ. . დღეს ბევრი ვიცინეთ, რავიცი მორჩეს ბოლომდე ქორწილი და მერე გავიხაროთ, ისევ არ გაგვექცეს პატარძალი მეთქი, ბედნიერები ჩანან და აგვისტოში შვილსაც ელოდებიან. ხელის მოწერის ცერემონია, სუფრის დეკორაცია ამჯერად თეთრი ისურვა პატარძალმა, “ - წერს ზურაბ შევარდნაძე. . 281 1-ს მოსწონს
|