საზოგადოება „წლებია მაქვს ურთიერთობა, ხან ვშორდებით, ხან ვრიგდებით, მაგრამ სახელის დარქმევა არ მინდა,“ – ქეთათო პოპიაშვილი 25 ივნისი, 8:44 ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი, ქეთათო პოპიაშვილი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ის პირადი ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აქვს ურთიერთობა, რომელსაც არანაირ სტატუსს არ ანიჭებს, როგორც ირაკლი ჩარკვიანთან არ ჰქონდა ხელი მოწერილი. . „ სახელის დარქმევა არ მინდა. წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა, ხან ვშორდებით ერთმანეთს ხან ვრიგდებით, მაგრამ არ წავსულვარ და ხელი არ მომიწერია, არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ, როგორც ირაკლისთან. ვაფასებ ადამიანს, რომელიც ყველა ნიუანსს იღებს და ის თავისთავად ჩემთვის ყველა სხვა ადამიანისგან გამორჩეულია“, – საუბრობს ქეთათო პოპიაშვილი. . ქეთათო პოპიაშვილი წლების წინ საზოგადოებამ ირაკლი ჩარკვიანთან შეუღლების შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მალევე გახდა პოპულარული. არაორდინარული წყვილის სიმღერები დღემდე მსმენელის დიდი სიყვარულით სარგებლობს. ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს დიდი ხნის განმავლობაში პირადი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. რამდენიმე წლის წინ კი "ინსტაგრამზე" ახალგაზრდა მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა საჯაროდ მის შესახებ არ საუბრობდა. , "მე ირაკლი გავიცანი 16 წლის ასაკში და 17 წლის ვიყავი, როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მე თვითონ ვიპოვე. სტუმრად მივედი მასთან სახლში, მეგობრებთან ერთად. ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. კარი გააღო გელამ... გელა და ირაკლი მიდიოდნენ საბუთების გასაკეთებლად სადღაც, ფეხსაცმელს იკრავდა ირაკლი და ქვემოდან ამომხედა. კადრიც კი მახსოვს" - იხსენებს ქეთათო. 667 1-ს მოსწონს
|