x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„პრეზიდენტო და ოპოზიციავ, მარტო ბოიკოტის ძახილით, ცხვრის ფარა იქნებით, თუ არ იმოქმედეთ“ - მიხეილ რამიშვილი
image

.

პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ცნობილი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი წერს:

.


“საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. 26 ოქტომბრიდან პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე, ხელისუფლება არის დროებითი და ეკუთვნის ხალხს, ხალხს რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი და ხალხის ძალაუფლებას პრეზიდენტის მეშვეობით ღებულობს პარლამენტი.

.

არჩევნების ლეგიტიმურობა მტკიცებულებების საფუძველზე ეჭქვეშ დააყენა ეუთო ოდირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბარიერ გადალახულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ (ალბათ უნგრეთის გარდა), არ აღიარა არჩევნები ლეგიტიმურად, შესაბამისად პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ბრძანებულება და საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად დაავალოს ცსკოს ორი თვის ვადაში ჩაატაროს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები.

.

P.S რას შვებით პატივცემულო პრეზიდენტო და ოპოზიციავ, გუშინდელი განცხადებები, განცხადებებად რჩება თუ თქვენს განცხადებებს მოქმედება მოყვება? მარტო იმის ძახილი, რომ ბოიკოტს უცხადებ და არ შეხვალთ პარლამენტში თუ არ იმოქმედეთ სამართლებრივ ფარგლებში, ცხვრის ფარას მოწყვეტილი ცხვრები იქნებით და მწყემსი სულ ცემატყეპით "შეგამსერებთ" ცხვრის სადგომში. -- წერს მიხეილ რამიშვილი.

.

ის ასევე მეორე სტატუსს აქვეყნებს და ოცნების მხარდამჭერებს მიმართავს:

.

მივესალმები და მოვიკითხავ 41-ის "პერო" გაყრილ "სვეწსკობას" როგორ ხართ, ძალიან მალე უმოკლეს ვადებში, როცა შეჩერდება ევროპასთან უვიზო რეჟიმი, რუსეთის მეფისნაცვლის გადაწყვეტილებით და ბრძანებით, ზამთარის არდადეგების გატარებას შეძლებთ შემდეგ კურორტებზე: "Красную Поляну " "Домбай " " Роза Хутор" და ა შ, ხოლო ზაფხულში " Сочи " "Адлер" "Анапе" და ა.შ. აბა თქვენ იცით არ "გამაზოთ" "პაესტკა" თქვენმა ბედოვლათებმა გაყიდონ "გარყვნილ" ევროპასა და ამერიკაში შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება და მაგ ფულით " იგულავებთ" ბზრიალ-ბზრიალით, არ დაგავიწყდეთ 41-ი" პერო" დაგჭირდებათ გასაყრელად ან შესაყრელად.
აბა ჰე და აბა ჰო, დედა რუსეთი გელით!!!!
.

0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0