სხვა ჯადოსნური გამჭვირვალე ცხოველები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია 2023, 13 დეკემბერი, 18:06 ეს ცხოველები თითქმის უხილავები არიან, რადგან უმეტესობა მათგანს გამჭვირვალე კანი აქვს. რისთვის სჭირდებათ? როგორც წესი, თუ ცხოველი დაცული არაა ბასრი კბილებით და ტოქსიკური სეკრეციით, სწრაფად გადაადგილების უნარი არ აქვს ან პატარა ზომისაა, შენიღბვა სჭირდება. ხოლო საუკეთესო შენიღბვა გამჭვირვალობაა.
გრეტა ოტო (მინის პეპელა) – პეპლის სახეობა ნიმფალიდის ოჯახიდან. აქვს გამჭვირვალე ფრთები სამი ფაქტორის გათვალისწინებით: ფრთების ქსოვილების დაბალი სინათლის შთანთქმის უნარი, ფრთების მიერ მათზე დაცემული სინათლის სუსტი გაფანტვა, ფრთების ზედაპირზე სუსტი ამრეკლავი უნარი. ზრდასრული არსება ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მათ შორის ჩილეში. დიდ მანძილზე მიგრაცია შეუძლია. დაფიქსირებულია ისეთ ადგილებში, როგორიცაა მექსიკა და ტეხასი. გამჭვირვალე თევზი ქირურგის ახალგაზრდა ინდივიდი. მისი ჰაბიტატი საკმაოდ დიდია, ახალი ზელანდიის სანაპირო წყლებში გვხვდება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს არის იგივე ტიპის თევზი, რაც დორი მულტფილმიდან "ნემოს ძიებაში". 30 სმ შეიძლება გაიზარდოს და პოპულარულია, როგორც აკვარიუმის თევზი. ახალგაზრდა კალმარი–ციცინათელა. მისი გამჭვირვალე სხეული დაფარულია პიგმენტებით სავსე უჯრედების ლაქებით, თვალების ქვეშ ბიოლუმინესცენტური ორგანოებია. ასეთი კალმარი გვხვდება მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ხშირად 200–დან 1000 მეტრამდე სიღრმეში. ფაროსანი ან კუ–ხოჭო, სრულიად გამჭვირვალე არაა, მაგრამ აქვს თითქმის უხილავი ჩარჩო. გამჭვირვალე გარე გარსის დანიშნულებაა პოტენციური მტაცებლების მოტყუება, რადგან მას აქვს ლაქები, რომელიც გაფრთხილებას ემსახურება. კუ–ხოჭო მრავალი სახეობისაა და მათი ფერები გამჭვირვალე გარსის ქვეშ ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ფარაონის ჭიანჭველა პატარა (2 მმ სიგრძის) ყვითელი ან ღია ყავისფერი მწერია თითქმის გამჭვირვალე გარსით, ცნობილია როგორც სახლის პარაზიტები, ხშირად საავადმყოფოებს აწუხებს. ამ სახეობის წარმოშობა უცნობია, მაგრამ პლანეტის ყველა კუთხეში გვხვდება. პატარაპირიანი მაკროპინა გამოირჩევა გამჭვირვალე შუბლით, სადაც კარგად ჩანს მისი თვალების ბროლები. მეცნიერებისთვის ეს სახეობა ცნობილია 1939 წლიდან, მაგრამ მისი გადაღება ველურ ბუნებაში მხოლოდ 2004 წელს გახდა შესაძლებელი. ძველ ნახატებში ნაჩვენები არაა გამჭვირვალე შუბლი, რადგან ის იშლება, როდესაც თევზი ღრმა წყლებიდან ამოდის. ევროპული მდინარის გველთევზა სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს. თავიდან გამჭვირვალეა, შემდეგ გვერდებზე და მუცელზე მოყვითალო–ყავისფერი ხდება. 5–20 წლის შემდეგ მტკნარ ან მარილიან წყალში სქესობრივ სიმწიფეს აღწევს, თვალები უდიდდება, გვერდები ვერცხლისფერდება, ხოლო მუცელი თეთრდება. ამ ეტაპზე ცნობილია, როგორც "ვერცხლისფერი გველთევზები". Hyperolius leucotaenius – ნიჩაბფეხა ბაყაყის სახეობა, რომელიც დამახასიათებელია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. ითვლება, რომ ეს სახეობა გადაშენდა, თუმცა 2011 წელს გამჭვირვალე ბაყაყი აღმოაჩინეს და ფოტო გადაუღეს მდინარე ელილას ნაპირებზე ექსპედიციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელი გრინბაუმი ტეხასის ელ-პასოს უნივერსიტეტიდან. ეს ახალგაზრდა რვაფეხა სიგანეში მხოლოდ 2 სანტიმეტრია და მისი შინაგანი ორგანოები გამჭვირვალე გარსიდან ჩანს. ინდივიდი გადაიღეს ღამით ღრმა წყლებში, ტაიტის სანაპიროზე. საცეცებზე ნარინჯისფერი ლაქები ფერს იცვლის და გამოიყენება შენიღბვისთვის. ეს თევზი დაიჭირეს კარიკარის ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. ექსპერტები თვლიან, რომ ეს არის Salpa maxima, რომელიც გვხვდება სამხრეთის ზღვებში. Turritopsis dohrnii ცნობილი, როგორც უკვდავი მედუზა. ეს არის პატარა ბიოლოგიურად უკვდავი მედუზა, რომელიც გვხვდება ხმელთაშუა ზღვაში და იაპონიის სანაპირო წყლებში. ეს არის მეცნიერებისთვის ცნობილი ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ცხოველს შეუძლია მთლიანად გარდაიქმნას სქესობრივად განუვითარებელ, კოლონიალურ სტადიად, მას შემდეგ, რაც მიაღწევს სქესობრივ სიმწიფეს, როგორც მარტოხელა ინდივიდი. გამჭვირვალე თევზი ახალგაზრდა ხოკერა მინის ბაყაყი – ამფიბიების ოჯახის Centrolenidae სახეობა. ამ ბაყაყის ძირითადი ფონური ფერია ღია მწვანე, თუმცა ამ ოჯახის ზოგიერთ წევრს მუცელზე კანი გამჭვირვალე აქვს. შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული, ღვიძლი და ნაწლავები კანიდან ჩანს, აქედან მოდის საყოველთაოდ მიღებული სახელი. კოსტა–რიკას თავკომბალა გამჭვირვალე მუცლით, რომლის მეშვეობით კარგად ჩანს სპირალურად დალაგებული ნაწლავები. ზღვის თხა ღრმა ზღვის ეშმაკი ან ლოფიუსი აქვს გამჭვირვალე კანი, რომელიც ჟელეს ჰგავს. კანი იღებება მხოლოდ მაშინ, როცა ინდივიდი სრულწლოვანებას აღწევს. გამჭვირვალე კამბალა გამჭვირვალე ლოკოკინა ასევე დაგაინტერესებთ: 1. არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს 2. “ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად 3. კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში 4. ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს 5. მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან 6. ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ 7. 25 სურათი იმის შესახებ, რომ დედა აფრიკაშიც დედაა 8. მყვინთავმა იმის გადაღება შეძლო, თუ როგორ იცვლის რვაფეხა ფერს (ვიდეო) 9. სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 10. ჯორჯი 6 წლიდან ტარზანობაზე ოცნებობს, მის ვიდეოს კი 10 მლნ ნახვა აქვს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
266 შეფასება არ არის |