ქალი და მამაკაცი სიძემ სიდედრთან გააბა რომანი, მამამისმა კი თავის ქალიშვილი დაადანაშაულა ამაში 2023, 13 დეკემბერი, 17:56 TikTok-ის მომხმარებელმა მძიმე მშობიარობის შემდეგ შეიტყო ქმრის ღალატის შესახებ, რომელიც ორმაგად მძიმე აღმოჩნა მისთვის, რადგან მეუღლე საკუთარ დედასთან დადიოდა.ახალგაზრდა ქალმა უმალ მიატოვა ქმარი. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს. ქალმა, სახელად კეტრინმა, განაცხადა, რომ მან ქმარი ღალატში იმ დროს გამოიჭირა, როდესაც მას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა 29-ე კვირაში ტყუპების გაჩენის შემდეგ. მისი თქმით, ერთ დღეს ოჯახის რამდენიმე წევრმა შენიშნა, რომ მისი ქმარი და დედამისი უცნაურად ეკურკურებოდნენ ერთმანეთს ერთხელაც კეტრინმა მაშინ დაურეკა საყვარელ მამაკაცს, როცა ის მანქანით მოძრაობდა, რა დროსაც სხვა ქალის ხმა გაიგო. ქმარმა უარი თქვა, აეხსნა ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით კეტრინმა გაიგო, რომ ქმრის მანქანაში დედამისი იმყოფებოდა. მან ისიც დაადგინა, რომ მამაკაცი მას ოთხი თვის განმავლობაში ღალატობდა. ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა ქმრის მიტოვება. მან განქორწინებაზე შეიტანა განცხადება, დატოვა ბინა და თან წაიყვანა ბავშვები, იმ სახლში კი მალე დედამისი გადმოსახლდა. დოკუმენტების მიხედვით, ბავშვებზე მეურვეობა კეტრინს უნდა მიეღო. ამის შესახებ რომ გაიგეს, დედამისმა და ქმარმა გადაწყვიტეს ქორწინება ოფიციალურად გაეფორმებინათ, რათა ბავშვები წაეყვანათ. თუმცა სიძეს და სიდედრს შორის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. განშორების შემდეგ კეტრინის დედა მამამისს დაუბრუნდა, რომელმაც აპატია ღალატი, მეტიც მან მომხდარში კეტრინი დაადანაშაულა და მას "საშინელი ქალიშვილი და ცოლი" უწოდა. ამას შემდეგ კეტრინმა მშობლებთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა და ორი წელია ოჯახთან კონტაქტი აღარ ჰქონია. 224 4-ს მოსწონს
|