x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ ფრაზაში ყველაფერია..სააკაშვილის რეჟიმის ამ "გებელსის" ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია"-დავით ქართველიშვილი

image

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამაიას სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს.


"საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ" - ეს ფრაზა შეეხო არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლას.




ამ ფრაზაში "შესანიშნავი" ყველაფერია. პირველ რიგში სააკაშვილის რეჟიმის ამ "გებელსის" (კარგია რომ უკვე დაუფარავი) ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია. უზარმაზარი კონტინენტის მიმართ მთლიანობაში და მისი ქვეყნებად დაყოფილი - სიძულვილი. აქვე, "აფრიკულ ტომებთან" როგორც ჩანს იმ ევროპული თუ აზიური ლოკაციების მიკუთვნილება, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
მაგრამ ასე ძალიანაც ნუ დავეხმარებით გვარამიას მის ნეხვიდან ამოყვანაში. ცერემონიალურად მისი რასისტულ/ფაშისტური საყვედურის ობიექტი - მისი დედა/მარჩენალი მადამ პღეზიდანი უნდა იყოს. ხოლო "აფრიკულ ტომებთან" შეხვედრებში ალბათ ორბელიანის სასახლეში იმ "ღანდევუთა" კვირეული იგულისხმება, სადაც პღეზიდანი, არგენტინაში გამგზავრების მაგივრად, გვარამიას "ნეანდერტალელთა" თანაპარტიელებით დაწყებული, ბოშათა ბანაკებს მასპინძლობდა..."-წერს დავით ქართველიშვილი.
ნიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ ასეთი განცხადება გააკეთა სოციალური ქსელით:

"საქართველოს კანდიდატის სტატუსის ბედი არგენტინაში წყდება: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ორბანის ჩასვლას მაკრონის და ზელენსკის ჩასვლა მოყვა. მოქმედი ომის პირობებში, სამყაროს მეორე ბოლოში ჩადის მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული მომავლის გამო.
საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ."
image
0
806
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0