x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ვფიცავ, ძლიერი ადამიანები გატეხეთ! ეს არ გეპატიებათ, პარტია გახლიჩეთ, ხალხის გული მოკალით" - მაჩალიკაშვილი
image

.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს:


„მართლა გულრწფელი ჩემი რჩევა იქნება, არასდროს არ გათელოთ ფეხ ქვეშ თქვენი ერთგული მებრძოლის თუ თანამებრძოლის ღირსება!არ დაარქვათ მის სინდისიერად და ღირსეულად ბრძოლაში განვლილ გზას სულ სხვა სახელი, რაც მას სრულიად არ ეკადრება.


.

ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, ნაც მოძრაობაში ყველას ვიცნობ და თითოეულზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ის რამდენად იყო პატრიოტი და მხარდამჭერი, და რამდენად იყო ის უღალატო ამ პაარტისადმი, თავისი პრინციპებისადმი, ვფიცავ თქვენ პოლიტიკოსებმა ეს მართლა სულით ძლიერი ადამიანები გატეხეთ კი არა გაანადგურეთ თქვენი თითეული ამბიციების გამო, გული მტკივა დღეს როცა მართლა ღირსეული და გაუტეხელი ადამიანები ცეცხლს და წყალს შუა რომ დატოვეთ! ეს არ გეპატიებათ, თქვენ ბიძინას ხელით ხალხში იმედი ჩაკალით კიარა, ძმა ძმას, და, და დას, მეგობარი მეგობარს, თანამებრძოლი თანამებრძოლს დაუპირუსპირეთ, პაარტია გახლიჩეთ კი არა ხალხის გული მოკალით!

.

ეხლა ეს რატომ დავწერე და რამ გადამაწყვეტინა ამისი დაწერა, ერთი ადამიანის პოსტი წავიკითხე, მასში დარწმუნებული ვარ ჩემს თავზე მეტი, რომ ის სისხლით და ხორცით ნაციონალია და არც არასდროს მას მიშას და თავის პრინციპებს არ უღალატებს, მაგრამ ერთმა მხარემ გაწირა იმისთვის რომ ის მეორე მხარეს აღმოჩნდა, არადა მე ეს ადამიანი ვიცი ყველაზე უღალატო ნაცია მიშას მომხრე, აქ ღირსებაზე და პატიოსნობაზეა საუბარი, ქოციც რომ ქოცია მიმუფურთხებია იმ ქოცისთვის ვინც უღალატებს მის გუნდს, და მის პრინციპებს, მიუხედავად მისი მონური ქოცობისა!

.

მე გარე ადამიანი ამდენს ვხედავ დარწმუნებული ვარ თქვენ ბევრჯერ მეტს ხედავთ ვიდრე მე, წარმოიდგინეთ მდინარეც კი სადღაც ორ ნაწილად იყოფება ხოლმე, მაგრამ ზღვას ორივე ერთად უერთდება, გაყევუთ დინებას რა, ნუ იქნებით ასეთი სასტიკი დაუნდობელები, ვიღაცის ამბიციებისა და პოლიტიკის გამო, დარჩით ადამიანებად, ესაა რაც ჩვენ გაგავაერთიანებს პირველ რიგში ადამიანობა!და არა ამბიციები და პოლიტიკოსობა.ვისი პოსტმაც მაიძულა ეს წერილი დამეწერა კომენტარებში გაგამხელთ, ისე დარწმუნებული ვარ ბევრი თავადაც მიხვდება"...

,

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ყოველდღიურად ასობით ადამიანი ტოვებს სააკაშვილის პარტიას და მიზეზად ლევან ხაბეიშვილის და კეზერაშვილის მმართVელობასთან შეუთავსებლობას ასახელებს.

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0