x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიუ-იორკში გამუდმებული საცობების გამო, ქალაქის ცენტრში სატარიფო გეგმა დაწესდა
image

ამგვარად, ქალაქის მთავრობამ საცობებთან ბრძოლა გადაწყვიტა. გადაიხდის ყველა, სასწრაფო დახმარების მანქანებისა და თოვლის გამწმენდი მანქანების მძღოლების გარდა.


ნიუ-იორკი მანქანებისგან იხრჩობა. საცობები განსაკუთრებით მძიმეა პიკის საათებში. იმისთვის, რომ ქალაქი მანქანების სიმრავლისგან გაათავისუფლონ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არაპოპულარული ზომების მიღება: ქალაქის ცენტრში შესვლისთვის გადასახადის შემოღება;


ამ ინიციატივის განხილვა ზაფხულში დაიწყო და ახლა საბოლოოდ მივიდნენ იმის საჭიროებამდე, რომ შემოიღონ ასეთი შეზღუდვები.



მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაციები ამოქმედდება 2024 წლის გაზაფხულზე. ხელისუფლება თვლის, რომ მსგავსი ზომები იძულებითია, რადგან სხვა გამოსავალი უკვე აღარ არსებობს.


მაშასადამე, გადასახადი დაეკისრებათ თითქმის ყველა სატრანსპორტო საშუალებას, დაწყებული მოტოციკლიდან და დამთავრებული სატვირთო ავტომობილით.



სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე სხვადასხვა გადასახადი დაწესდება :მსუბუქ ავტომობილზე - 15 დოლარი; მცირე ზომის სატვირთო მანქანებზე (როგორიცაა სატვირთო ფურგონები და ა.შ.) - 24 დოლარი, ხოლო დიდი სატვირთო მანქანებზე - 36 დოლარი, მოტოციკლები იქნება - 7, 50 დოლარი, ხოლო ტაქსი 1, 25 და 2, 5 დოლარი, რა თქმა უნდა, გადასახადი არ ვრცელდება ზემოთ უკვე ნახსენებ სატრანსპორტო საშუალებებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე.

image

ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს ყველა მძღოლზე, რომლებიც შედიან ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ ბიზნეს უბანში (CBD), რომელიც გადაჭიმულია მანჰეტენის 60-ე ქუჩიდან ქვემოთ, ფინანსური უბნის სამხრეთ ნაწილამდე.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0