x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეგა ფრიგიდული ქალიაო, ეგ სექ***ან სიამოვნებას ვერ იღებსო" - ვისზე და რაზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი?(ვიდეო)

image

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში საუბრობს ქართულ საზოგადოებაში სექსში თანასწორობაზე. მისი აზრით, სანამ სექსში ქალის და კაცის თანასწორობა არ იარსებებს, მანამდე ქალი განსჯის საგანი იქნება.


"ხშირად ვახსენებ, ხოლმე ბებიაჩემს, მრავალმხრივ იყო ის ადამიანი მაგალითი ჩემთვის: მახსოვს 16 წლის რომ ვიყავი ბებიაჩემს რაღაცაზე ველაპარაკებოდი და უცებ არსაიდან გამოაცხადა, რომ ეგო ფრიგიდული ქალიაო, ეგაო სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებსო... რაღაცნაირად მითხრა, ისე სხვათაშორის და გაიარა... უკვე გაზრდილი ვიყავი, საკმარისად დიდი, რომ გარშემო მესმოდა ეს რაღაცეები, რომ შვილი გაუჩნდა ერთ ჩემს ნაცნობს ქორწინების გარეშე, ძაან კარგ გოგოს და მაშინ მახსოვს საზოგადოების განწყობა რა საზარელი იყო და უცებ ბებიაჩემისგან რომ გესმის, სექსი ისეთი რამეაო, სიამოვნება უნდა მიიღო ამ ყველაფრისგანო. უცებ დავიწყე ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება, ბებიაჩემს ვენდობი, ვიცი, რომ შეძლებული და თავის თავის პატრონი ქალია და მეორე მხრივ არის რაღაც მასა ჩემს გარშემო, რომელიც ამბობს "იმან ის იხმარა", არის გოგოების დიკრედიტაცია, რომლებმაც საკუთარი თავის სიამოვნებისთვის რაღაც გააკეთეს.... ეს ვერ დავაკავშირე ერთანეთთან და რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი, რომელი გზაა სწორი. რამდენად კაცის თანასწორად აღიქვამ თავს სექსში და რამდენად თანასწორი ხარ სექსის გაგებაში კაცთან, ეს განაპირობებს მერე რეალურ თანასწორობასაც"-აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.


0
381
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0