საზოგადოება "საუკუნის ქორწილი" პარიზში - ვინ არის იღბლიანი წყვილი, რომლის ქორწილი 60 მლნ დაჯდა 2023, 4 დეკემბერი, 21:20 ზღაპრული ქორწილი პარიზში, ნოებრის შუა რიცხვებში გაიმართა. მადლენ ბროკვეი ჯეიკობ ლაგრონზე დაქორწინდა. ზეიმი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა... ახალდაქორწინებულებმა ზეიმი Chanel-ის მოდის სახლის მთავარ ბუტიკში დაიწყეს. იქ მათთვის და სტუმრებისთვის სპეციალური ვახშამი მოეწყო. პირველი დღისთვის 26 წლის დედოფალმა შედარებით მოკრძალებული, ტვიდის კაბა აირჩია. მეორე დღეს წყვილი და მათი სტუმრების კერძო ტურით ვერსალის სასახლეში გაემგზავრნენ და ვახშამიც მოაწყვეს. ნეფე-დედოფალი ეიფელის კოშკზე ლანჩისთვის ავიდნენ, ფოტოსესია მოაწყვეს და შემდეგ ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს. პარიზის ოპერის თეატრი სპეციალურად მათთვის მორთეს და წყვილმა მთავარი ცერემონია სწორედ იქ გამართა. ვახშამი კი რესტორან Garnier-ში გაიმართა. ბროკვეის თეთრი, კოქტეილის მინი-კაბა ეცვა. ქორწილის ცერემონია ღია ცის ქვეშ წარიმართა, სპეციალურად მათთვის ჯგუფი Maroon 5 უკრავდა. ეს ღონისძიებები ჯამში თითქმის 60 მილიონი დოლარი დაჯდა.
76 1-ს მოსწონს
|