სხვა რატომ სჩადიან იაპონიაში ხანდაზმულები წვრილმან დანაშაულს განზრახ და სურთ ციხეში მოხვედრა 2023, 4 დეკემბერი, 15:28 იაპონიაში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 27 პროცენტს შეადგენს. ახლა ქვეყანა ახალი, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას.
Bloomberg–ის ანგარიშის მიხედვით, იაპონიის ციხეებში ყოველი მეხუთე პატიმარი ქალი ხანდაზმულია. თან ათიდან ცხრა ციხეში აღმოჩნდა ისეთი წვრილმანი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სუპერმარკეტში ქურდობა. პატიმართა შორის ხანდაზმულების ასეთი პროცენტი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ტალღა არაა, არამედ სოციალური პრობლემა. 1980–დან 2015 წლამდე ხანდაზმულთა რიცხვი, რომლებიც მარტო და დახმარების გარეშე ცხოვრობენ, 6–ჯერ გაიზარდა და თითქმის 6 მლნ ადამიანს შეადგენს. ტოკიოს მთავრობამ 2017 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ხანდაზმულების 50 %–ზე მეტი ცხოვრობდა მარტო, ხოლო 40 %–ს არ ჰყავდა ოჯახი ან ნათესავები, რომლებიც დაეხმარებოდნენ. იაპონიაში ყოველთვის მიღებული იყო უფროს ნათესავებზე ზრუნვა, მაგრამ დღეს რესურსების ნაკლებობამ ეს ტრადიცია გაანადგურა. შედეგად, ასაკოვანი მოსახლეობა თავს უსარგებლოდ და იზოლირებულად გრძნობს, განსაკუთრებით ქალები. ეს იწვევს დანაშაულებრივი ცხოვრების მოულოდნელ დაწყებას – მოხუცები იმედოვნებენ, რომ ციხე აჩუქებთ თავშესაფარს და მოვლას სიბერეში. იუმი მურანაკა, ქალთა ციხის ზედამხედველი Bloomberg–თან ინტერვიუში ამბობს: "მათ შეიძლება ჰქონდეთ სახლი და ოჯახიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქვთ ადგილი, სადაც თავს სახლში იგრძნობენ. ხედავენ, რომ მათი არ ესმით და აღიქვამენ ადამიანად, რომელიც რაღაცას აკეთებს სახლში". ქალები უფრო დაუცველები არიან ფინანსურად, ვიდრე კაცები. 65 წელზე უფროსი ასაკის ქალების ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს. ციხე მათთვის ერთადერთი შანსია, ამ სიტუაციას თავი დააღწიონ. 80 წლის პატიმარი: "6 წლის წინ ჩემს ქმარს ინსულტი დაემართა და მას შემდეგ საწოლიდან არ ამდგარა. თან დემენცია და პარანოია აწუხებდა. მისი მოვლა ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მიჭირდა ასაკის გამო. მაგრამ ამას ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა. პირველად ციხეში 70 წლის ასაკში მოვხვდი. საფულეში ფული მქონდა, მაგრამ მაღაზიაში მოვიპარე. ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. არ მინდოდა სახლში დაბრუნება, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა. ციხეში დახმარების თხოვნა ერთადერთი გამოსავალი იყო. ციხეში ცხოვრება გაცილებით ადვილია. შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და თავისუფლად ვისუნთქო, თუნდაც დროებით. ჩემი ვაჟი თვლის, რომ ავად ვარ და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვარ გამოსაკეტი. თავში ყველაფერი რიგზე მაქვს. ვფიქრობ, სევდამ ქურდობამდე მიმიყვანა". ციხეში ქალებს ენიშნებათ თანამშრომელი, რომელიც დღის განმავლობაში შხაპის მიღებისას და ტუალეტში გასვლისას ეხმარება, ღამით ამ ფუნქციებს მცველები ასრულებენ. ზედამხედველების ყოველდღიური მოვალეობები ემსგავსება მომვლელების და ექთნების მუშაობას, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ, მაგალითად, მოხუცი პატიმრების შეუკავებლობის პრობლემას. ამ ტენდენციამ გამოიწვია კიდევ ერთი პრობლემა: მოხუცებზე ზრუნვამ ციხეებში სამედიცინო გადასახადების გაზრდა გამოიწვია. 2005 წლიდან ჯამი 80 %–ით გაიზარდა და 2015 წლისთვის 6 მლრდ იენს მიაღწია. გარდა ამისა, 3 წლის განმავლობაში ზედამხედველების მესამედზე მეტმა სამსახური დატოვა, რამაც პერსონალის დეფიციტი გამოიწვია. იაპონიის მთავრობას და კერძო სექტორს ჯერ არ გამოუქვეყნებია ასეთი პრობლემების მქონე ხანდაზმული ქალების სარეაბილიტაციო პროგრამა, მაგრამ უკვე მუშაობენ პროექტებზე. 2016 წელს ხელი მოეწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ციხიდან გაშვებული ასაკოვანი ქალები მთავრობისგან და სოციალური მომსახურების სისტემისგან დახმარებას მიიღებენ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი 2. შვილის სინანული, რომელმაც მოხუცი დედა თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა 3. უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება 4. ბრძნული რჩევა ებრაელებისგან, როგორ გავხადოთ დედა ბედნიერი 5. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა 6. ცხოვრობენ ფუფუნებაში: ნორვეგიის ციხე საშინელი დამნაშავეებისთვის უფრო კურორტს ჰგავს 7. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ 8. ბებიები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, 20 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ - კვლევის შედეგები 9. 100 წლამდე ცხოვრობენ: რომელ თვეში დაბადებულები ცხოვრობენ დიდხანს 10. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
491 1-ს მოსწონს |