x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩემპიონმა საკუთარ ქორწილში პატარძალი და სტუმრები დახოცა

image

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენმა ტაილანდიდან საკუთარ ქორწილში სროლა ატეხა. ამის შესახებ BBC News წერს.



ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შაბათს, 25 ნოემბერს 29 წლის ჩატურონგ სუკსუკი, ყოფილი ჯარისკაცი და ჩემპიონი მოცურავე, დაქორწინდა 44 წლის კანჩანა პაჩუნტუეკზე. შუა ზეიმის დროს მამაკაცმა მოულოდნელად მიატოვა ქორწილი, უკან დაბრუნდა იარაღით ხელში და ატეხა სროლა, ახლადგამომცხვარი ცოლის, მისი 38 წლის დის და 62 წლის დედის მიმართულებით. ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. რამდენიმე ტყვია მოხვდა სტუმრებს, ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბოლოს მან თავიც მოიკლა.

image

პოლიცია აცხადებს, რომ ჩატურონგი მთვრალი იყო თავდასხმის დროს, თუმცა მისი მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. ტრაგედიის შემდეგ, ტაილანდური მედია წერდა, რომ ქორწილის დღეს სიძე-პატარძალმა იჩხუბეს. გარდა ამისა, მამაკაცს, სავარაუდოდ, ეჭვები ტანჯავდა ცოლთან დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო.



მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა და დასძინა, რომ მათ შეაგროვეს მტკიცებულებები და სულ მალე საქმეც დაიხურება.


ტაილანდური მედიის ცნობით, ჩატურონგმა და კანჩანა ქორწინებამდე სამი წელი ერთად იცხოვრეს.

image

2022 წელს ჩატურონგმა ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ინდონეზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარაოლიმპიურ თამაშებზე. მას ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო დეკემბერში ტაილანდში გასამართ მსოფლიო სპორტულ თამაშებში.


ჩატურონგმა მარჯვენა ფეხი დაკარგა მსუბუქ ქვეით ქვედანაყოფში მსახურობისას ტაილანდის საზღვარზე პატრულიების დროს.

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0