x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ" - აკა სინჯიკაშვილი
image


ბლოგერმა და ქველმოქმედმა აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში თოვლში გადაყრილი ლეკვების ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაოდ მწვავე პოსტი დაურთო.


"რა მაინტერესებს იცით? ასე, თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, აი მაგ მომენტში რას გრძნობთ. ან რას ფიქრობთ, ან რას ელაპარაკებით მაგ დროს თუ ვინმე გახლავთ. ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ. ღამე როგორ გეძინებათ და ტყეში გაწირული ლეკვები როგორ არ გახსენდებათ. ან ღმერთის არ გეშინიათ, ან ეშმაკის, ან გამვლელის? ასე რომ დავინახო, ჩემს თვალწინ თოვლში ლეკვებს ისვრის ვიღაცა, იმ დღეს აუცილებლად ციხეში ჩამსვამენ. თუ გეზიზღება ვინმეო, როცა მკითხავენ - აი ამის გამკეთებელი ადამიანები მძულს!


ლეკვებს კი, ვისაც მთაში ვეხმარებით, ეს ოჯახი შეიფარებს, უკვე ჭამეს და ჩახუტებულები წვანან ღუმელთან, ზამთარსაც გადაიტანენ და ძაან კარგადაც იქნებიან.



თქვენ რა გეშველებათ, სული რომ გაქვთ დამახინჯებული, თორემ ამათ აწი რა უშავთ."-წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი.

image


0
287
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0