მოგზაურობა სად შევხვდეთ ახალ 2024 წელს? – ევროპის 15 საუკეთესო ადგილი 2023, 23 ნოემბერი, 14:44 ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, ამიტომ ყოველთვის გვსურს უჩვეულოდ და კომფორტულად გავატაროთ. ბევრისთვის კომფორტი ასოცირდება მომსახურებასთან და დახვეწილობასთან. მომსახურების მაღალი დონის დამფასებლები კითხვაზე, სად შევხვდეთ ახალ წელს, პასუხობენ – რა თქმა უნდა, ევროპაში.
![]() ევროპის ქვეყნებში შეგიძლიათ ბიუჯეტური დასვენება მოიწყოთ და კარგი მომსახურებაც მიიღოთ. მოგზაურობა დამოუკიდებლად შეგიძლიათ დაგეგმოთ ან პროფესიონალების მიერ ორგანიზებული ტური შეიძინოთ. მხოლოდ თქვენ ირჩევთ, ჩვენ კი გთავაზობთ ევროპის ულამაზეს ქალაქებს, სადაც ღირს გაფრენა 2024 ახალი წლის აღსანიშნავად. პრაღა ![]() ჩეხეთში ახალ წელს უწოდებენ წმინდა სილვესტრის დღეს ქრისტიანული მქადაგებლის პატივსაცემად, რომელიც რომის პაპი გახდა. ითვლება, რომ ამ დღეს სუფრაზე საუკეთესო საჭმელია გამომცხვარი კობრი ოსპით, რომელსაც იღბალი მოაქვს. პრაღაში ეს კერძი საახალწლო კერძებს შორის საამაყო ადგილს იკავებს. პრაღაში საახალწლო ზეიმები იმართება ცენტრალურ მოედანზე, სადაც მთავარი ნაძვის ხე იდგმება, და ვაცლასის მოედანზე. ახალი წლის ღამეს პრაღის ძველ ქუჩებში სეირნობა სასიამოვნოა. ახალი წლის დადგომისას ფეირვერკების გაშვება მიღებული არაა. ფეიერვერკის დრო მოდის 1 იანვრის საღამოს. თავისი სიკაშკაშით და ხანგრძლივობით მსოფლიოს სხვა მსგავს შოუებს აღემატება. პრაღელებს აქვთ ერთი ცრურწმენა, რომ თუ ახალი წლის ღამეს ასტრონომიულ საათთან დადგებით, 12 ჩამორეკვაზე მიულოცავთ 12 ადამიანს და შამპანურით გაუმასპინძლდებით, მთელი წელი ბედნიერები იქნებით და ყველა სურვილი აგისრულდებათ. პარიზი ![]() მთავარი ზეიმი ტარდება ელისეს მინდვრებზე, სადაც თავად პარიზელებს უყვართ შეკრება. აქ იმართება ბაზრობები და მასკარადები. აქვე უშვებენ ფეირვერკებს. დახლებთან ყიდიან პარიზელთა საყვარელ სადღესასწაულო საკვებს: შემწვარი წაბლი და ტკბილი ნამცხვრები. ყველგან ცხელი გლინტვეინი იყიდება. ხოლო თავისუფლების მოედანზე ყოველ ახალ წელს იდგმება უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, საიდანც მოსახერხებელია სადღესასწაულოდ მორთული ღამის პარიზის ნახვა. რიგა ![]() მთავარი საახალწლო ნაძვის ხე იდგმება რატუშის მოედანზე. აქ უშვებენ მთავარ საახალწლო ფეირვერკებს. თუმცა ნაძვის ხეები ქალაქის ყველა მოედანზე დგას და შეგიძლიათ იქ აღნიშნოთ, სადაც გსურთ, ყველგან მხიარულება და სიფერადეა. საახალწლო ბაზრობები, რომლებიც სხვადასხვა მოედანზე იმართება, არ უნდა გამოგრჩეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ ლატვიიდან ჩამოიტანოთ, იგივე ხელნაკეთი ნაწარმი იქნება. თითოეულ ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალი ხელნაკეთი სუვენირი, რომელიც მორთულია ეროვნული ორნამენტებითა და სიმბოლოებით. ტალინი ![]() მთავარი ნაძვის ხე იდგმება ცენტრალურ რატუშის მოედანზე. იქვე არის ესტონელი თოვლის ბაბუას, იულუვანას სახლი. დღესასწაულის დროს სახლიდან გამოდის და ზეიმში მონაწილეობს. ერთგული ირმებიც მის გვერდით არიან. აქვე იდგმება დიდი საციგურაო მოედანი, სადაც ახალ წელს განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა. ღია ცის ქვეშ იმართება თეატრალური წარმოდგენები, რომლებშიც მაყურებელს მონაწილეობის მიღება შეუძლია. ლონდონი ![]() მთავარი ნაძვის ხე იდგმება ტრაფალგარის მოედანზე. აქ იმართება ძირითადი ზეიმი, ფეიერვერკი, სადღესასწაულო აღლუმი. აქ ლონდონის საახალწლო ატმოსფეროს ყველაზე უკეთ შეიგრძნობთ. არ მოიწყენთ ლონდონის სასტუმროებშიც, რადგან თითოეული მათგანი თავის გასართობ პროგრამას ამზადებს დღესასწაულისთვის. ტრადიციული საახალწლო სამზარეულოს დასაგემოვნებლად ერთ–ერთ რესტორანს შეგიძლიათ ეწვიოთ. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კრუიზი, რომ ღამით შემოუაროთ განათებებით მორთულ ლონდონს. ბარსელონა ![]() მთავარი დღესასწაული იმართება მონჟუიკის მთაზე მომღერალი შადრევნების მახლობლად. იქვე მრავალი წელია იმართება ტექნოლოგიური შოუები, რომლებშიც მთავარი ელემენტია დიდი რობოტული ობიექტები. სინამდვილეში, მათ შიგნიდან ადამიანები აკონტროლებენ, მაგრამ ისინი ზემძლავრ ტექნიკურ გაჯეტებს ჰგვანან. პარალელურად, აგბარის მაღალსართულიან კოშკზე ტარდება მრავალსაათიანი სინათლის შოუ: საოცარი გამოსახულებები ერთმანეთის მიყოლებით იცვლება კოშკის სარკიან ზედაპირზე. საახალწლო ქუჩის წვეულებები იმართება ესპანურ სოფელში, ღია ცის ქვეშ არქიტექტურულ მუზეუმში. აქ ეწყობა ხმაურიანი საცეკვაო წვეულებები და დისკოთეკები. ასევე შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წელი მთავარ საციგურაო მოედანზე, რომელიც სპეციალურად არის მორთული ზღაპრული მოტივებით. ბერლინი ![]() დღესასწაულის მთავარი ადგილია მოედანია ბრანდენბურგის კარიბჭესთან. იქ იკრიბებიან დამსვენებლები, აქ სვამენ პუნჩს და გლინტვეინს და აქ ახალი წლის დადგომისას უშვებენ ფეიერვერკებს. შემდეგ დილამდე გართობის დროა. ახალი წელი ბერლინში სრულიად მოულოდნელ გარემოში შეგიძლიათ აღნიშნოთ – შუა საუკუნეების შპანდაუს ციხესიმაგრეში, სადაც ყოველწლიურად რაინდული შოუ იმართება: ტურნირი, მეჯლისი და შუა საუკუნეების კერძების ვახშამი. ბერლინის ბაზრობები გთავაზობთ უჩვეულო და განუმეორებელ საახალწლო სუვენირებს: ნაძვის ხის ხელით მოხატული სათამაშოები, რომლებიც პირდაპირ ტურისტების თვალწინ მზადდება. მიუნხენი ![]() გერმანული ეროვნული ტრადიციების დაცვით ბერლინს არ ჩამოუვარდება მიუნხენი. ბევრ ტურისტს იზიდავს ქალაქის ძველი არქიტექტურა თავისი ზღაპრული იდუმალებით, რომელიც იდეალურად შეესაბამება საახალწლო ჯადოქრობას. ქალაქში ბევრი კოსტიუმერებული წარმოდგენა იმართება, რომელთა პერსონაჟებიც სცენიდან პირდაპირ ქუჩაში გადიან. ყველგან შეხვდებით რაინდებს, მუსიკოსებს, მოხეტიალე მსახიობებს და ლამაზ ქალებს შუა საუკუნეების სამოსში. და ეს ყველაფერი კლასიკური მუსიკის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით უყვართ მიუნხენში. ვენა ![]() ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ძველ ქალაქში, სადაც იკრიბებიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. აქ იდგმება ბევრი სავაჭრო დახლი და ღია სცენა. კარვებში მიირთმევენ პუნჩს და შამპანურს, ყიდიან ტკბილ ცომეულს და სხვადასხვა სასუსნავს. სცენიდან ისმის მუსიკა კლასიკურიდან როკამდე, გამოდიან პოპულარული არტისტები და შოუმენები. ტრადიციის თანახმად, ვენის ოპერა ამ დღეს უზარმაზარ ეკრანზე უშვებს ცნობილ ვენურ ოპერეტას "Die Fledermaus". ჰოფბურგისა და რატუშის მოედნებზე საახალწლო მეჯლისი იმართება. საახალწლო ზეიმის მთავარი ნაწილია ვენის ფილარმონიული ორკესტრის ბრწყინვალე კონცერტი. ამსტერდამი ![]() ამსტერდამში მოულოდნელი საახალწლო ტრადიცია არსებობს: პირველ იანვარს ადგილობრივები, ზოგჯერ რისკიანი ტურისტები ჩრდილოეთის ზღვაში ბანაობენ. არსებობს რწმენა, რომ ვინც ამ გამოცდას გაივლის, მთელი წელი წარმატებული იქნება. ჰელსინკი ![]() მთავარი დღესასწაულები იმართება სენატის მოედანზე. უკვე დილით მშვიდი ფინელები სახლებში მიდიან, ამიტომ პირველ იანვარს ქალაქი ცარიელია. სამაგიეროდ ტურისტებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები შეისწავლონ. ათენი ![]() მთავარი ნაძვის ხე ათენში სინტაგმის მოედანზეა იდგმება. მის გვერდით მოთავსებულია სადღესასწაულო განათებებით მორთული ნავიც. აქვე სადღესასწაულო კონცერტები იმართება. ბერძენი თოვლის ბაბუა, წმინდა ბასილი, ყველას ულოცავს დღესასწაულს. სტუმრები საახალწლოდ არაჩვეულებრივი გართობითაც ისიამოვნებენ, ვირებით გასეირნება. რომი ![]() მთავარ მოედანზე ათ საათამდე იკრიბებიან, რადგან მოგვიანებით შესასვლელი იკეტება და ზეიმი იწყება. შუაღამით სვამენ შამპანურს და ტრადიციულად ფლამინიუსის ობელისკის ძირში ბოთლებს ამტვრევენ, რასაც ადგილობრივი რწმენით მომავალ წელს წარმატება მოაქვს. სტოკჰოლმი ![]() ახალი წლის ღამეს სტოკჰოლმში სადღესასწაულო სალუტი ჭექს. შვედებს უყვართ ფეიერვერკი, ამიტომ სიამოვნებით ეძებენ ადგილებს, სადაც სანახაობა საუკეთესოდ გამოჩნდება და სტუმრებს იქ ეპატიჟებიან. ვარშავა ![]() ევროპაში წასვლა ღირს ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. სადაც არ უნდა წავიდეს ტურისტი ევროპაში და რომელი ქვეყანაც არ უნდა მოინახულოს, ყოველთვის შეხვდება უნიკალურ ევროპულ ტრადიციებს და სტუმართმოყვარე ევროპელებს, რომლებმაც იციან და უყვართ მასშტაბურად აღნიშვნა. საახალწლო ტური ევროპაში შესანიშნავი იდეაა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები ახალი წლის მოლოდინში 2. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ 3. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს 4. მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ 5. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში? 6. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით 7. როგორ მუშაობს ტუალეტი თვითმფრინავში ან რატომ არ შეიძლებოდა ადრე ცისფერი ყინულის ჭამა 8. 12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ 9. იმოგზაურე მარტივად - 20 საუკეთესო გადაწყვეტილება ბევრი ნივთის ჩემოდანში ჩასატევად 10. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ტუალეტი - გამოსვლა არ მოგინდებათ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 91 შეფასება არ არის |