x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მავნებლებო ფეხბურთს შეეშვით, ისევ პოლიტიკას მიხედეთ... თან წითელი ბარათის მოლოდინში, ყვითელი ბარათი ხალხისგან უკვე გაქვთ" - ლევან ნიკოლეიშვილი

image


"რაღაც უაზრო შეტევა მიდის ფეხბურთის ფედერაციაზე, თუმცა გაუგებარს ნამდვილად ვერ ვუწოდებ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე-მავნებლებს ყველაფრის გა-პოლიტი-კება უნდათ. არა, „ძალიან მაგარი არგუმენტი“ აქვთ ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი რატომ მიიღო და შესაბამისად შემდეგ მატჩს, რომ გამოტოვებს ფეხბურთის ფედერაციის ბრალიაო. ჯერ ერთი, კვარაცხელიას ყვითელი ბარათი მსაჯმა მისცა, რომლის ამ გადაწყვეტილებას თქვენგან არავინ აპროტესტებს, ეკუთვნოდა, არ ეკუთვნოდა თუ ასე შემდეგ. მეორე, რომ მსაჯს შეეძლო წინა მატჩის დროსაც მიეცა ყვითელი ბარათი ან პირდაპირ წითელი ბარათი (არ მითხრათ, რომ არ უქნიათ არასდროს)-ისევ ვიმეორებ იმსახურებდა თუ არა ეს ცალკე საკითხია. ისე ბარათი ყვითელიც და წითელიც, ისეთ ფეხბურთელებსაც მიუღიათ (რომ არაფერი ვთქვათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებზე), როგორიცაა მესი, რონალდო, ნეიმარი, მბაპე, რონალიდინო, რივალდო, ბექჰემი, ბუფონი, თვით მარადონა და სხვა, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს! რატომღაც არ მახსოვს იმ ქვეყნებში სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობდნენ ამის გამო ფედერაციის „დახვრეტა“ მოეთხოვოთ. მოდით დავუშვათ, რომ კვარაცხელიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ესპანეთთან არ ეთამაშა, არიქა ყვითელი ბარათი არ მიიღოს და თამაშის გამოტოვება არ მოუწიოსო- არა და კვარცხელია ითამაშებდა თუ არა ამას წყვეტს მთავარი მწვრთნელი და არა ფედერაცია! მაინც დაუშვათ და არ ეთამაშა, რა ამბავს ატეხდნენ, კვარაცხელიას რომ ესპანეთთან არ ეთამაშა? ხუმრობა ხომ არაა, ესპანელების კარში იმ ლამაზ გოლს ვნახავდით?! ითამაშა, გოლიც გაიტანა, და ყვითელი ბარათითაც დაჯარიმდა- დაიქცა ქვეყანა? ეს ფეხბურთია გოლიც გადის, მეკარეც იღებს სასწაულ ბურთს, ხარიხასაც ხვდება ბურთი, პენალიც აუცილებიათ სუპერ ვარსკვლავებს, სიცხიანებსაც უთამაშიათ, ყვითელი ბარათიც მიუღიათ და წითელიც, ეგ რა არის მსაჯებს 100 % გოლიც არ ჩაუთვლიათ- ეს ფეხბურთია ზე-სპორტის სახეობა და თითქმის ყველაფერი ხდება რაც სპორტთან არის დაკავშირებული და პოლიტიკაში ნუ აურევთ... გეთანხმებით, ძალიანაც გული მწყდება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ თამაშზე ვერ ვიხილავთ, მაგრამ არანაკლებ მაინტერესებს ჩაკვეტაძის, დავითაშვილის, ზივზივაძის, მამარდაშვილის და სხვების თამაში ყურება, რა დასამალია და მთელ ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მათი წაგება მწყინს და მოგება მიხარია. ასე, რომ ხელმოცარულო მავნებლებო ფეხბურთს შეეშვით, ისევ პოლიტიკას მიხედეთ, თუმცა იქაც ძალიან საცოდავად გამოიყურებით....თან წითელი ბარათის მოლოდინში, ყვითელი ბარათი ხალხისგან უკვე გაქვთ !"-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი.

0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0