საქართველო "თავიდან ვიფიქრე, ერთი ამის კეთილებიც-მეთქი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ამდენი დავწერე"-გელა ზედელაშვილი 2023, 21 ნოემბერი, 12:06 ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი, გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: "ამ უტ**კო ყარაჩოხელს “ბრძნული'' გამომეტყველებით უთქვამს, ტერიტორიები ომით უნდა დავიბრუნოთ, არამშვიდობიანი გზითო!
ზოგიერთმა დაწერა, ეს ვინ შაშა და კოლაა, ამდენ ყურადღებას რომ ვუთმობთ და ამის ნათქვამზე ვნერვიულობთო?
ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ნაწილობრივ კიდე არ ვეთანხმები...
რადგან!
როცა მიხას ხროვა მოიყვანეს ხელისუფლებაში, ამ გაიძვერას მთავრობის სახლში კაბინეტი მიუჩინეს და ფაქტობრივად სახელმწიფოებრივ საკითხებს წყვეტდა... წყვეტდა რა, თავისებურად აკვარახჭინებდა და დიდი ფულიც იშოვა.
ეს იყო ე.წ. რუხი კარდინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2008 წლის ომი ამის კისერზეც არი.
ქართველი ხალხის ხარჯზე იმდენი დააგროვა, ჯერ ნიუ-იორკში დასახლდა, მერე აქ ვიღაც ჩათლახები აფინანსა, ბოლოს იმავე ქართველ ხალხს აგინა - ეს დედამოტ...ნული ერიაო და ისიც კი გაბედა - მილიონ დოლარს გადავუხდი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ტყვიას დააჭედებსო.
გახსოვთ?
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობაში მილიონ დოლარს გადავიხდიო.
ამან თქვა, ამ მართლა დედამოტ...ნულმა!
როცა ამისი დის შვილი დააპატიმრეს, ეგრევე ჩამოტოღრიალდა, ჩემი გავლენა და ავტორიტრტი უნდა გამოვიყენო, გავათავისუფლო-ვო!
ჩემი ფეხები, რა გავლენა და ავტორიტეტი ამას აქვს, ავანტიურისტი მიხა ციხიდან გამოეშვა?
როცა პროკურატურაში დაიბარეს და ჰკითხეს - რა გინდა, რას დაბოდიალობო, ეგრევე გაიძურწა “ჩერეზ'' თურქეთი, გული გამიხდა ცუდად, უნდა ვიმკურნალო-ვო.
გული არა, კუდუსუნი და ელენთა, უბრალოდ ჩაიფსა, ემანდ მეც არ მიმსვან ჩემი დის შვილის გვერდითო.
ჰა, ჰა, ჰა!
ისე გაიპარა, მგონი თავის დასაც არ დაემშვიდობა.
ერთ ხანობას ჩა***ხ გუბაზას ჩაუძმაკაცდა, ურეკავდა და დირექტივებს აძლევდა - მსოფლიო ლიდერებს მიმართეთ, რომ საქართველოში ძალაუფლებას ჩვენ ვიღებთ, მხარს თუ არ დაგვიჭერენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიანო.
გაიგონეთ?
გუბაზას და გიულას უნდა მიემართათ მსოფლიო ლიდერებისთვის და მსოფლიო ხალხებისთვის, ძალაუფლებას ხელში ჩვენ ვიღებთო, არავითარი დათმობა, არავითარი უკან დახევაო.
ალაოდ არიან და რა ქნან?
ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში, თავის ლაყე დის შვილს რომ ელაპარაკება, იძახის, რა ვქნა, ვეღარ ვითმენ, საქართველოში ოპოზიციამ რამე უნდა ქნასო, დავიღალე ლოდინითო.
რას ელოდება, ეს ყვრანტი ყურუმსაღი?
რას და... გადატრიალებას, რევოლუციას!
რამდენჯერ ყარა მწვანე უზალთუნები, რამდენჯერ სცადა ყიტეებზე დაყრდნობით არევა და ხელისუფლების დამხობა?
არც ერთხელ არ გამოუვიდა, ყოველ ჯერზე ჩაფლავდა!
როგორც ჩანს, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ აუდგა, ისევ მოუნდა, ისევ შევიდა ეშხში და ისევ მობოდა, ტერიტორიები ომით, ანუ არამშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთო.
განა რამე? განა ამის სიტყვას აქვს ფასი და წონა?
არა!
იქით აფხაზები დაგვემდურებიან, აქეთ ოსები დაიწყებენ, თქვენ თუ მშვიდობა გინდათ, აბა, ეს “გავლენიანი'' ფიგურა რეებს ლაპარაკობსო?
განა არ იციან, რომ ჩუტრუკის კუილსა და თემურ ალასანიას სიტყვას ერთი ფასი აქვს?
იციან, მაგრამ საბაბად მოიტანენ, აქეთ დაგვამუნათებენ და რუსებსაც მიზეზი მიეცემათ, რომ თავიანთებურად იმოქმედონ.
ეგ არი!
ეს შაშა და კოლა რუსების დავალებას ასრულებს, ყოფილი “კაგებეშნიკები'', ყოფილი აგენტები და ყოფილი ჩათლახები რომ არ არსებობენ, ეს მე არ მითქვამს, ჩემზე გაცილებით ჭკვიანმა ხალხმა თქვა.
უკაცრავად, სიტყვა გამიგრძელდა, თავიდან ვიფიქრე, ერთი ამის კეთილებიც-მეთქი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ამდენი დავწერე."-წერს გელა ზედელაშვილი.
„დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება. მოდი, შევულოცოთ ერთად და ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება!
გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები, “ - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს.
183 2-ს მოსწონს
|