x
image
Yoona
Mediator image
როგორ გამოიყურება 12+ ადამიანი, რომლებიც ცნობილი წიგნების პერსონაჟების პროტოტიპები გახდნენ
რამ შეიძლება შთააგონოს მწერალს შექმნას საოცარი წიგნი? რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორიამ, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით და ამაღელვებელი დეტალებით. თუმცა სიუჟეტი ერთადერთი კომპონენტი არაა, რომელიც ამ შემოქმედებით საქმიანობაში აუცილებელია. მოთხრობის გმირებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით მკითხველი მოვლენებს და ატმოსფეროს უკეთ წარმოიდგენს.



image



ზოგიერთი ავტორი თავის პერსონაჟებს თავად იგონებს, ერთ გმირში რამდენიმე გამოსახულებას აერთიანებს. ასეთი ტექნიკა ეხმარება შექმნას უნიკალური პიროვნება, რომელსაც აქვს საკუთარი გარეგნობა, სამყაროზე ხედვები და გემოვნება. სხვა მწერლები შთაგონებას პოულობენ რეალურ პიროვნებებში, ასევე მათ ქცევებში, რომლებიც ზოგჯერ სადავო ემოციებს იწვევს. ასეთი გამოსახულებები წიგნს ნამდვილი გრძნობებით და რეალიზმით ავსებს. შესაძლოა, ამიტომაც, მსგავს გმირებზე მოთხრობილი ისტორიები ასეთ დიდ გამოხმაურებას პოულობს მკითხველთა გულებში.



გაგაცნობთ წიგნების გმირებს, რომლებიც რეალურ ადამიანებზე დაფუძნებით შექმნილია.



კრისტოფერ რობინი – კრისტოფერ რობინ მილნი ("ვინი პუჰი", ალან მილნი)


image

კრისტოფერ რობინ მილნი ცნობილი ინგლისელი მწერლის ვაჟიშვილია.



დორიან გრეი – პოეტი ჯონ გრეი ("დორიან გრეის პორტრეტი", ოსკარ უაილდი)

image

ფოტოზე მარცხნივ ბენ ბარნსი ფილმში "დორიან გრეი" (2009).



შერლოკ ჰოლმსი – დოქტორი ჯოზეფ ბელი ("შერლოკ ჰოლმსი", ართურ კონან დოილი)

image

ჯოზეფ ბელი – ცნობილი ქირურგი და დეტექტივების ცნობილი ავტორის მენტორი.

ფოტოზე მარცხნივ ბენედიქტ კამბერბეჩი სერიალში „შერლოკი“ (2010–2017).



ანა კარენინა – მარია გარტუნგი ("ანა კარენინა", ლევ ტოლსტოი)

image

მარია გარტუნგი ცნობილი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის უფროსი ქალიშვილია.

ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია კირა ნაიტლი ფილმში "ანა კარენინა" (2012).



პიტერ პენი – მაიკლ ლეველინ დეივისი ("პიტერ პენი და ვენდი", ჯეიმზ მეთიუ ბარი)

image



დედოფალი მარგო – მარგარიტა დე ვალუა ("დედოფალი მარგო", ალექსანდრე დიუმა (მამა))

image

ფოტოზე მარცხნივ იზაბელ აჯანი ფილმში "დედოფალი მარგო" (1994).



რობერტა ოლდენი – გრეის ბრაუნი ("ამერიკული ტრაგედია", თეოდორ დრაიზერი)

image

გრეის ბრაუნი რეალური ამერიკელი ქალია, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი ახალგაზრდა მეგობრის ხელით. მწერალი იმდენად შთაგონებული იყო ამ ამბით, რომ ამის საფუძველზე მთელი რომანი დაწერა.

მარცხნივ ფოტოზე შელი უინტერსი ფილმში "ადგილი მზეზე" – წიგნის "ამერიკული ტრაგედია" ეკრანიზაცია.



ემა ბოვარი – დელფინა დელამარი ("მადამ ბოვარი", გუსტავ ფლობერი)

image

ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია მია ვაშიკოფსკა ფილმში "მადამ ბოვარი".



დეიზი ბიუკენენი – ჯინევრა კინგი ("დიდი გეტსბი", ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)

image

ჯინევრა კინგი მწერლის პირველი სიყვარულია, რომელიც მოგვიანებით მდიდარ მეწარმეზე დაქორწინდა.

მარცხნივ ფოტოზე კერი მალიგანი ფილმში "დიდი გეტსბი" (2013).



გრეის მარკსი ("იგივე გრეისი", მარგარეტ ეტვუდი)

image

სიუჟეტი რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულია. მოახლე, სახელად გრეის მარკსი, დაადანაშაულეს მისი ბატონის მკვლელობაში. გოგონას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 30 წლის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია სარა გეიდონი ფილმში "იგივე გრეისი" (2017).



ჟოან მადუ – მარლენ დიტრიხი ("ტრიუმფალური თაღი", ერიხ მარია რემარკი)

image

ფოტოზე მარცხნივ ინგრიდ ბერგმანი ფილმში "ტრიუმფალური თაღი" (1948).



მარგარიტა გოტიე – მარი დიუპლესი ("ქალი კამელიებით", ალექსანდრე დიუმა (შვილი))

image

მარი დიუპლესი ცნობილი ფრანგი მექუდე და კურტიზანი იყო. გარკვეული პერიოდი მწერალთანაც ურთიერთობა ჰქონდა.

ფოტოზე მარცხნივ გრეტა სკაკი ფილმში "ქალი კამელიებით" (1984).



როდიონ რასკოლნიკოვი – პიერ ფრანსუა ლასნერი ("დანაშაული და სასჯელი", ფიოდორ დოსტოევსკი)

image

პიერ ფრანსუა ლასნერი ფრანგი პოეტი, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას თავის პროფესიულ სფეროში, გახდა ქურდი და მკვლელი.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

2. ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

3. რა საჭიროა წიგნის კითხვა, თუ უმეტესობა მათგანი გვავიწყდება? ბრძნული პასუხი

4. დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ

5. სიტყვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

6. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს

7. აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

8. 9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

9. ბევრი წაიკითხეთ და არა მხოლოდ: რამდენიმე მარტივი მეთოდი რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

10. რა შეიძლება გააკეთოთ ერთ კვირაში? დაქალებმა 7 დღეში ინგლისური ენის შესწავლა გადაწყვიტეს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
260