x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"2018 წელს, არჩევნების პერიოდში მაგან ,,ქართუდან'' ისესხა რუსეთში დაგროვებული 1 მილიონი ლარი"-გელა ზედელაშვილი

image


"ამ “ქადჟმა'', ოდესღაც ბიძინა ივანიშვილს თვალებში რომ შესციცინებდა და მუხლების დასაკოცნად იწევდა, “ლემონდთან'' საუბრისას იმავე ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა!
წარმოგიდგენიათ?
დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა ოლიგარქი არ არსებობსო.
აქ უნდა მეთქვა - მტყუანს მიაფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ-მეთქი, მაგრამ მერე ხელი ჩავიქნიე.
შემდეგ განაგრძო - მაგან ფული რუსეთში დააგროვაო... მაგას რუსეთის დამარცხება ვერ წარმოუდგენია და ამიტომაც ურჩევნია რუსეთიო.
ხალხო, ბოლო დროს სულ მეფიქრება, ნეტავ აეგრე რამ გაამწარა ეს დედაკაცი, რომ ძალზედ მწარედ იკბინება, იღრინება და ჯამ-ჭურჭელსაც ამტვრევს-მეთქი?
არა მგონია, ამისი კბენა, ღრენა, ლევა, წევა და მტვრევა მარტო აგენტურულობისა თუ მოსყიდულობის ბრალი იყოს, მე კიდევ მაქვს გონივრული ეჭვი ერთ რაღაცაზედ და ახლა გაგიმხელთ:
2018 წელს, არჩევნების პერიოდში მაგან “ქართუდან'' ისესხა რუსეთში დაგროვებული 1 მილიონი ლარი. როგორც ხდება ხოლმე, სესხის აღება იოლია, დაბრუნება კიდე ძნელი.
ამოცანა გვეკითხება - ხომ არ დააბრუნებინა “ქართუმ'' ის ერთი მილიონი და ამის გამო ხომ არ არის აჭრილი მადამ პღეზიდანი?
ან იქნებ არ დაუბრუნებია და “ქართუ'' ეჩხუბება, მაიტა ფულიო?
არ ვიცი, აი, არ ვიცი!
რატომღაც მგონია, რომე... ამისი არაადეკვატურობა და გიჟმაჟიანობა იმ 1 მილიონს უნდა უკავშირდებოდეს.
არც იმას გამოვრიცხავ, ამანაც სთხოვა გუბაზ სანიკიძესავით ბიძინა ივანიშვილს 1 მილიონი დოლარი, იმან სამი თითის კომბინაცია უჩვენა და ეგრევე გაიშალა კიკინები. რა, მაგის მეტი არავინ გაცეტებულა ფულის მიუცემლობის გამო? იიიიჰ, რამდენიც გინდათ!
მოკლედ, მადამ პღეზიდანის მუზმუზელობა რომ პატრიოტული მოტივებით არ არის გამოწვეული, ამას ყველანი ვხედავთ და რაკი ვხედავთ, მიზეზიც უნდა ჰქონდეს."-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
211
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0