x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"საქართველოს ხალხის ნება ვერ შეარყია ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ" - საქართველოს პრეზიდენტის პეტიცია ევროპის ლიდერებს


image


"ჩვენი ხმა ევროპას" - ასეთი სათაურით აქვეყნებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პეტიციას და მიმართავს ევროპის ლიდერებს: "ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".


შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.



პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ აქ




იხილეთ პეტიციის სრული ტექსტი:



"ჩვენი ხმა ევროპას"



ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,


მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.




მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!




საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს".
























1
9
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
9
  
2023, 17 ნოემბერი, 18:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1