x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ ანგარიშზე 450 პლასტიკური ოპერაციაა...

39 პიქსი ფოქსი, პლასტიკური ქირურგიის მოყვარულებს შორის, უეჭველად ყველაზე ცნობილი ადამიანია მსოფლიოში. მან უკვე იმდენი ოპერაცია გაიკეთა, რომ მის ჩამოთვლას, ერთი სტატია კი არა, წიგნიც არ ეყოფა... და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გოგონას ეტალონი, იმ მომენტისთვის, როდესაც მან გარეგნობის შეცვლა გადაწყვიტა, მულტპერსონაჟი ჯესიკა რაბიტი იყო, ნახატი ფილმიდან — «ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა?» («Who Framed Roger Rabbit», 1988 წ.).


image


პიქსი შვედეთში 1990 წლის 12 აპრილს დაიბადა. გოგონას მშობლები საკმაოდ შეძლებული ადამიანები იყვნენ და საყვარელ ქალიშვილს ყველა სურვილს უსრულებდნენ. საყოველთაო თაყვანისცემის ფონზე, საკუთარი გარეგნობის მიმართ, ბავშვს მაინც განუვითარდა ფარული კომპლექსები, რომელიც მას შემდეგ გამოვლინდა, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინრად დაიწყო მუშაობა. დაქირავებული თანამშრომლის ცხოვრება მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდა. ამიტომ, მან ყველაფერი მიატოვა და ამერიკაში გაემგზავრა.


image


2009 წელს ნეკნების წარმატებულმა მოცილებამ და ლერწამივით წელის გაჩენამ, გოგონა შემდგომ ტრანსფორმაციებზე შთააგონა. პლასტიკური ქირურგიის მაგია მისთვისაც, როგორც ბევრი სხვისთვის, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა და მალე მან, ისევ გადაწყვიტა დანის ქვეშ დაწოლა...


image


გარე და შიდა ბარძაყებზე ლიპოსაქცია გაიკეთა, შეიცვალა თვალის ფერი, წამწამები დაიგრძელა, 3-ჯერ შეუცვალა ცხვირის ფორმა, 4-ჯერ — მკერდის. ზოგადად, პიქსიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნამდვილი ბარბის თოჯინა გამხდარიყო... და მხოლოდ საკუთარი კენის პოვნა სჭირდებოდა.

და პიქსიმ ჯასტინ ჯედლიკი გაიცნო, რომელიც ასევე, პლასტიკური ქირურგიის ლეგენდაა. ჯასტინს ისე უნდოდა, ბარბის მეგობარი კენი გამხდარიყო, რომ არაერთ ოპერაციის გადატანა მოუხდა. თავდაპირველად, მან მკერდის იმპლანტანტები გაიკეთა, ჩაისწორა მხრები და მკლავები. საერთო ჯამში, დღეს მას სხეულში 16 იმპლანტანტი აქვს.

საერთოდ კი, წყვილმა 450 კოსმეტიკური ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი თოჯინები ერთად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და პოპულარულებიც იყვნენ, მუდმივი უთანხმოების გამო, ბოლოს მაინც დაშორდნენ.


image


ღირდა კი გარდასახვა ამდენ ტანჯვად, დროის ხარჯვად და ფულის ფლანგვად? მიიღო პიქსიმ ის შედეგი, რომლისკენაც ასე მიისწრაფოდა? — ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს და ალბათ, თავად პიქსიმაც არ იცის, თუ რა მომავალი შეუქმნა საკუთარ თავს.

დღეს ის მოთხოვნადია, მასზე მედიაში საუბრობენ და ინტერნეტ მომხმარებელი საძიებო სისტემაში ხშირად წერს მის სახელს. პიქსი რეგულარულად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და ვიდეოს Instagram–ზე, სადაც მას ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

წლების შემდეგ გაირკვევა, გათავისუფლდება თუ არა ის მულტფილმის გმირად მუტირების აკვიატებული აზრისგან და დაუბრუნდება თუ არა, ნორმალურ ცხოვრებას.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ქვეწარმავლების" ოჯახი

* პლანეტის ყველაზე იღბლიანი ადამიანები

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (IV ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0