საზოგადოება "ქალი საოცრება გაგცვალეს ცინგლიან იასკოში?" - რა რეაქცია ჰქონდა სოფოს ლიზას ხსენებისას 2023, 10 ნოემბერი, 13:46 . საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქალბატონებთან კავშირზე მთელი საქართველო უკვე წლებია საუბრობს. მისი და სოფო ნიჟარაძის რომანზე ყველამ იცის. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ფარული სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა და მათი ურთიერთობის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, სოფო ნიჟარაძე ბოლო დრომდე უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო შვილიც ჰყავთ. სოფო ნიჟარაძის შვილი რომ სააკაშვილის გვარს ატარებდა ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ მომღერალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. საზღვრის კვეთისას თბილისის აეროპორტში გაირკვა, რომ ბავშვი სწორედ სააკაშვილია. ამ რომანისას მიხეილს ცოლად სანდრა რულოვსი ჰყავდა. . იმ დროს როცა სააკაშვილს სოფო ნიჟარაძესტან შვილი შეეძინა, ექსპრეზიდენტს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის რადას დეპუტატთან ლიზა იასკოსთან და კვლავაც ქორწინებაში იმყოფებოდა სანდრა რულოვსთან. ამჟამად ის ქორწინებაშია ლიზა იასოსთან, თუმცა მასთან დროს ვერ ატარებს, რადგან საპყრობილეშია. ციხიდან კი ორიოდ თვის წინ დაწერა, რომ მისი უახლოესი გეგმები სოფოს და მათ საერთო შვილს უკავშირდება. ორი დღის წინ კი ლიზა იასკო კვლავ სააკაშვილის ძმასთან ერთად გამოჩნდა და სააკაშვილის ღვინის ბოთლებს ყიდდა. / ზოგადად, პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია. ის საკმაოდ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. ერთ-ერთ ფოტოზე გამომწერმა დაუწერა კომენტარი: "beautiful, რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში???" – რაზეც სოფომ სიცილის სმაილებით უპასუხა. 429 1-ს მოსწონს
|