x
image
Yoona
Mediator image
გიყვართ ზღვის პროდუქტები? მაშინ რეგულარულად მიირთმევთ პლასტმასს
ტრადიციულად, ზღვის პროდუქტები ძალიან ჯანსაღ საკვებად ითვლება. თუმცა ბელგიაში ჩატარებული ექსპერიმენტი ამას ეჭვქვეშ აყენებს. გაირკვა, რომ ზღვის პროდუქტების მოყვარულები ყოველწლიურად 11 ათასამდე პლასტმასის ნაწილაკს ყლაპავს. პლასტმასის ნაწილი ორგანიზმში ილექება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.



image



გენტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მიტილუსების (მიდიების) საშუალო ულუფა შეიცავს დაახლოებით 90 პაწაწინა მავნე მასალას, ხოლო 6 ხამანწკა - 50–ს. რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავეა ოკეანის დაბინძურება.



image


პარკები ყველაზე გავრცელებული ნაგავია ოკეანეში.


პრობლემა არის ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა. მსოფლიო ოკეანეები ძალიან დაბინძურებულია პლასტმასის ნარჩენებით. ზოგან ეს ნარჩენები აყალიბებს ეგრეთ წოდებულ "კუნძულებს".



წყალთან ერთად პლასტმასის ნაწილაკები შედიან თევზისა და ზღვის სხვა მკვიდრთა ორგანიზმებში. მაგალითად, მიდიები დღეში 20 ლიტრამდე წყალს ატარებს, რითაც იღებს არა მხოლოდ საკვებს, არამედ ნარჩენებსაც. ცხოველებში დეპონირებული პლასტმასი ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ექსპერტების შეფასებით, პლასტმასის 99%-ზე მეტი ბუნებრივად გამოიყოფა, მაგრამ ნაწილი მაინც შეიწოვება ქსოვილებით და გროვდება.



image



გენტისა და ექსტერის უნივერსიტეტების მეცნიერები სწავლობენ პლასტმასის ნარჩენების გავლენას მსოფლიო ოკეანეების მკვიდრებზე, კერძოდ კი ხამანწკებსა და მიდიებზე.



დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახლა ოკეანის თითქმის ყველა ბინადარი დაბინძურებულია პლასტმასის მცირე ფრაგმენტებით. ტალღების მიერ წვრილ მტვრად დამსხვრეული პლასტმასი ხვრეტს ცოცხალ ქსოვილს და იქ სამუდამოდ რჩება. ასე რომ, ვინც ჭამს თევზს, მოლუსკებს ან წყალმცენარეებს, ასევე ჭამს პლასტმასის ამ მიკროსკოპულ ნაწილებს.



image



მსოფლიო ოკეანეში არის მთელი აღმოსავლეთის ნაგვის კონტინენტი ანუ წყნარი ოკეანის ნაგვის მორევი – ანთროპოგენური ნაგვის დაგროვება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.



„ჩვენ დავადგინეთ, რომ პლასტმასის ნაწილაკები ხვდება ჩვენს ორგანიზმში და შეიძლება იქ დარჩეს გარკვეული დროის განმავლობაში. უნდა გვესმოდეს, რა ხდება შედეგად. სად გროვდება? იფარება თუ არა ქსოვილებით? „ივიწყებს“ ორგანიზმი თუ იწვევს ანთებას? ამ პლასტმასისგან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერება წამლავს ორგანიზმს? ეს ყველაფერი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ“ – აცხადებს ექიმი კოლინ იანსენი გენტის უნივერსიტეტიდან.



დეტალური ანალიზის შედეგად მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პლასტმასის 99%, რომელსაც ადამიანი ზღვის პროდუქტებთან ერთად ყლაპავს, უსაფრთხოდ გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი სისტემისგან. მაგრამ ამ ტოქსიკური ნაგვის 1 % ნაწლავების კედლებში მაინც აღწევს და შეიძლება მთელ სხეულში მიგრაცია დაიწყოს.



image



დღეს ოკეანეების წყლებში ყოველდღიურად ყოველ წუთს ერთი სრულად დატვირთული სატვირთო მანქანა პლასტმასის ნაგავი იყრება.



თუ მსოფლიო ოკეანეების დაბინძურების პრობლემა გაუარესდება, მაშინ ამ საუკუნის ბოლოსთვის ზღვის პროდუქტების ყველა მოყვარული (არ აქვს მნიშვნელობა ელიტურია თუ ჩვეულებრივი ხარისხის) ყოველწლიურად 780 ათას პლასტმასის ნაწილაკს ჩაყლაპავს და მათგან მინიმუმ 4000 სამუდამოდ მის ორგანიზმში დარჩება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. „ნაგვის კუნძულმა“ წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ზომას მიაღწია

2. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

3. ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

4. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

5. ენთუზიასტებმა ლონდონის ტემზაზე მცურავი სახლი გაუშვეს, რომ კლიმატის ცვლილებების მიმართ ხალხის ყურადღება მიეპყროთ

6. ლეონარდო დიკაპრიოს კერძო კუნძული: აი, როგორ გამოიყურება სამოთხე

7. კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას

8. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

9. 10 სურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნებას ცივილიზაციის გამარჯვება შეუძლია

10. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
105