ლეონარდო დიკაპრიო არა მხოლოდ ლამაზი, ნიჭიერი და ძალიან მდიდარი მსახიობია, ის მშვენიერ კუნძულსაც ფლობს.

აი, როგორ გამოიყურება დიკაპრიოს კუნძული კრისტალურად სუფთა წყლით.
ბელიზი. აი. სად მდებარეობს ეს მშვენიერი განცალკევებული ადგილი.

10 წლის წინ ლეონარდომ
ბელიზზე კუნძული შეიძინა. უკვე მაშინ გეგმავდა, შეექმნა მსოფლიოში პირველი კურორტი, რომელიც ირგვლივ გარემოს აღადგენდა.
ყველამ იცის, რომ ლეონარდო ეკოლოგიური სისტემის გაწმენდის მომხრეა. კურორტის მშენებლობა გულისხმობს ირგვლივ წყლის გაწმენდას და დარღვეული სანაპირო ხაზის აღდგენას.

ამ კუნძულზე მოხვედრისას მიხვდა, რომ მეთევზეები ეკოსისტემას აზიანებენ. სწორედ ამან კუნძულის
შეძენისკენ უბიძგა.
კუნძულზე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ, აქ განახლებადი ენერგიის წყაროები იმუშავებს.

დღესდღეობით კუნძული აღდგენის პროცესშია, რომ შეინარჩუნოს ის, რაც გადარჩა.

აი, ასე შეიცვლება კუნძული რამდენიმე ათეულ წელში.

კუნძულის აღდგენა მსახიობის საყვარელი პროექტია. ის დასახული მიზნისკენ თავდაჯერებით მიისწრაფვის იმის მიუხედავად, რომ სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ ეს კარგი იდეაა.
ეს ამბიციური პროექტია რკალისებრი პლატფორმის
ვილებით და ხელოვნური
რიფით, სადაც თევზები თავისუფლად ცურვას შეძლებენ.



აქ მდიდრული,
განმარტოებითი დასვენებისთვის ყველაფერი იქნება. 68 ვილა და 48 ცალკე სახლი, რომლის ფასიც 5-დან 15 მლნ-მდე იქნება. ეს ალბათ, ეკოტურიზმის ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა

2. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

3. როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება

4. 6 მლნ დოლარად შეფასებულ მცურავ სახლს ქარიშხალი „ირმას“ გაძლებაც შეუძლია

5. 19 ძლიერი სურათი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ პლანეტას გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი