x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
დომინიკური ყავა – როგორ მიმდინარეობს საუკეთესო ყავის წარმოება დომინიკის რესპუბლიკაში
დილა ფინჯანი ყავის გარეშე ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია. გამამხნევებელი სასმელი ქალაქელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვიცით ყავის წარმოებაზე? რა გზას გადის ყავის მარცვალი, სანამ პლანტაციიდან ჩვენს ფინჯანში აღმოჩნდება?



image



დომინიკური ყავა მთელ მსოფლიოში ფასობს თავისი არომატით და სიძლიერით, სამართლიანად ითვლება ერთ–ერთ ეროვნულ სიმბოლოდ და სიამაყის საგნად. გიამბობთ, როგორ ზრდიან და ამუშავებენ ყავის ნაყოფს კუნძულ ჰაიტის მთიან პროვინციებში მცირე საოჯახო ყავის გადამამუშავებელი ქარხნის მაგალითზე.



ყავა ცენტრალურ ამერიკაში ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში შემოიტანეს. მას შემდეგ ამ გამამხნევებელი ნაყოფის მოყვანის ტრადიციებმა ფესვი გაიდგა და გამრავლდა კარიბის ზღვის სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ყავა დომინიკის რესპუბლიკაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კულტურაა.




image



საუკეთესო დომინიკური ყავა მოჰყავთ კუნძულ ჰაიტის მთიან რეგიონში, პატარა ქალაქ ჯარაბაკოასთან ახლოს. ყავის კენკრა იკრიფება მთის პლანტაციებზე და მისი მოკრეფა ადვილი საქმე არაა, რადგან ციცაბო თიხნარევ ფერდობებზე ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.



image



აქ მოჰყავთ მხოლოდ არაბიკა, ყავის ხის კულტივირებული ჯიში. სანერგეებში გაზრდილი ნერგები ადგილობრივი მთის პლანტაციების ნაყოფიერ მიწაზე ადვილად ფესვიანდება. 3 წლის შემდეგ ხე ნაყოფს იძლევა.



image


ყავის კენკრა ერთდროულად არ მწიფდება. უნდა დაკრიფოთ მხოლოდ ის, რომელიც უკვე გაწითლებულია. ამ მიზეზით მკრეფავებს ერთსა და იმავე ფერდობზე ასვლა თვეში რამდენჯერმე უწევთ.



image



ითვლება, რომ ყავის ნაყოფი, რომელიც მთაში 700-დან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე მწიფდება, განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. მაღალმთიანი ყავა დაბლობზე უკეთესად ითვლება, რადგან მთაში ყავის ხე ნელა ვითარდება, რისი წყალობითაც მათი მარცვალი უფრო დახვეწილ გემოს იღებს.



ეს ძმები რამირესების ყავის ქარხანაა, საოჯახო საწარმო, რომელიც ჯარაბაკოაში 1943 წლიდან მუშაობს. დღეს ბიზნესს მართავს მფლობელების მეორე თაობა, რომელიც მაღალი ხარისხის ყავის დამზადების ტრადიციებს პატივს სცემს და ავითარებს.



image



ქარხნის გარშემო გაერთიანებულია ოთხასი ადგილობრივი ფერმერი, რომლებსაც დილით ახლომდებარე პლანტაციებიდან წინა დღით შეგროვებული ყავა მოაქვთ. აქ ხდება ყავის ჩამოტვირთვა, აწონვა და დასამუშავებლად გაგზავნა.



image


ქარახანაში მომზადების პროცესში ყავა ბევრ სხვადასხვა ეტაპს გადის. ყველაფერი იწყება იმით, რომ მწიფე კენკრა, რომელსაც ამ ინდუსტრიაში „ალუბალს“ უწოდებენ, რბილობისგან იწმინდება. თითოეული „ალუბალი“ შეიცავს ორი ჩვეულებრივ ბირთვს ან ერთ მთელს, პიბერის მარცვალს.



image



შეგროვებული მწიფე კენკრა მშრალ ან სველ დამუშავებას გადის. მშრალი დამუშავებისას მწიფე ალუბალს მზეზე აშრობენ, შემდეგ ნაყოფსაფარისგან მექანიკურად წმენდენ. სველი დამუშავებისას ახალი კენკრა სარეცხ მანქანაში ხვდება, სადაც წყლის ნაკადით რბილობი ირეცხება. ყავის მარცვალს მზეზე 1–2 თვე აშრობენ ან ცხელ საშრობში 50-60 გრადუს ტემპერატურაზე.



image



ძმები რამირესების ქარხანაში ყავას ბუნებრივი მეთოდით აშრობენ. მზეზე გაშრობას იყენებენ. ამის ხარჯზე ყავის მარცვალი ხილის ღრმა გემოს იძენს.



image



უმაღლესი ხარისხის მარცვლებად ითვლება ის, რომელიც ღია ცის ქვეშ ნელა გამოაშრეს. მზეზე გამომშრალი ყავის მარცვალი უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს, ფერს და არომატს. 1 დღეში მარცვალი მზის ქვეშ თბება, ხოლო ღამით თანდათან გრილდება. გაშრობის ეს მეთოდი ყველაზე ოპტიმალურად ითვლება.



ყავას 10 დღე სპეციალურ ფარდულებში აშრობენ, რა დროშიც მარცვლებს დიდი ხის ფოცხით ურევენ. თანაბარი გაშრობის უზრუნველსაყოფად, პირველ დღეს თითოეული მარცვალი 20–ჯერ უნდა გადატრიალდეს, ყოველ მომდევნო დღეს – კიდევ 8–ჯერ.



image



გამომშრალ ყავას სპეციალური დანადგარების გამოყენებით თხელ პერგამენტის ქერქს აშორებენ. ამ პროცესს აქერცვლა ჰქვია და უშუალოდ მოხალვამდე ხდება. ადრე ამ მიზნისთვის ასეთ მარტივ ხელსაწყოებს იყენებდნენ.



ამის შემდეგ ყავა ხარისხდება ზომის და ხარისხის მიხედვით. ზომის მიხედვით დახარისხება ხორციელდება სხვადასხვა ზომის უჯრედებიანი რამდენიმე ბადის გამოყენებით. ყველაზე მსხვილი მარცვლები ინიშნება AA ბრენდით. ყველაზე ძვირადღირებული ყავა უმძიმესი მარცვლებისგან გამოდის.



image



ყავის გემო არაფერმა რომ არ გააფუჭოს, უნდა მოაშოროთ ყველა მინარევი, გაფუჭებული ყავის მარცვლები და სხვა ნარჩენები. ეს როგორც მექანიკურად, ასევე ხელით ხდება ყავის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე. ბოლო მინარევები იღება მოხალვის პროცესში შემწვარი ნაგვის, ქერქის სახით.



image



ძმები რამირესების ქარხნის ყავა ბრენდირებული ჩანთებით მთელ მსოფლიოში იგზავნება. აქაური ყავა გამოირჩევა მდიდარი გემოთი მსუბუქი სიმჟავით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე დაფასებულია. რამირესების ქარხანა წელიწადში 60 ტონამდე ყავას აწარმოებს, რაც არც ისე ბევრია, მაგრამ ქარხნის მფლობელები აქცენტს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე აკეთებენ.



ძირითადად, დომინიკის რესპუბლიკიდან საზღვარგარეთ მოუხალავი ყავა იგზავნება. შეწვა უკვე ადგილზე ხდება, რომ მომხმარებელმა მიიღოს არაუმეტეს 10–12 დღის წინ „დასრულებული“ ყავა, რომელშიც გემო და არომატი მაქსიმალურად შენარჩუნებულია.



image



შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ყავის გარკვეული რაოდენობა ქარხანაში იხალება ასეთ გაზის ღუმელში. მოხალვისას ორთქლდება ტენიანობა, ამიტომ მარცვალი მოცულობითი და მსუბუქი ხდება, ახალ გემოს და არომატს იძენს. ასევე მოხალვისას სპეციალური ყავის ზეთი წარმოიქმნება.



image



ყავას, რომელსაც სუპერმარკეტებში ვხედავთ, ყავის ინდუსტრიაში „კომერციულს“ უწოდებენ. ამ კატეგორიაშია შეფუთული დაფქული ყავა, რომელიც ბრენდულად იყიდება. ჩვეულებრივ, არც ისე მაღალი ხარისხისაა. საუკეთესო მარცვლებს მწვანე ფორმით ყავის ბროკერები ყიდულობენ. კომერციული ყავა ჩვეული პროდუქტია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელიც წლებია სვამს „ძველ“ ყავას, ანუ ყავას, რომელიც 2 თვეზე მეტი ხნის წინ მოხალეს.



ასე გადის ყავის მარცვალი თავის გზას ხიდან



image



ფინჯან ყავამდე. თუმცა დომინიკის რესპუბლიკაში ეს არ სრულდება ფინჯანში, აქ ყავის დალევა მიღებულია 20 მლ–იანი პატარა ჭიქებიდან. ძალიან ძლიერ ყავას სვამენ, ამიტომ ასეთი მცირე „მხნეობის დოზა“ საკმარისია, რომ ძალები სწრაფად აღიდგინოთ.



image



ადრე ადგილობრივ სოფლებში იყენებდნენ ასეთ მარტივ „ყავის აპარატს“ ჭიქით და წინდით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაჩვენებთ, როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ

2. 14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს

3. ქალმა "მაკდონალდსს" უჩივლა ცხელი ყავის გამო და 640 ათას დოლარი მიიღო

4. ტოტალური კომუნიზმი: რა მოხდება, თუ ცივილიზაციის მთელ სარგებელს თანაბრად გავყოფთ დედამიწელებს შორის

5. 7 პროდუქტი ჩინეთიდან, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

6. რით ღებავდნენ კვების პროდუქტებს მე-19 საუკუნეში?

7. სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

8. „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“

9. უბრალოდ წყალი დაუმატეთ: გერმანიაში ლუდის ფხვნილი გამოიგონეს (ჯერ უალკოჰოლო)

10. გამოვლინდა მავნე ნივთიერებები ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
37