საზოგადოება გამოვლინდა მავნე ნივთიერებები ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში 2023, 22 მაისი, 18:47 გამოვლინდა ცნობილი ბრენდების 17 პროდუქტი, რომლებიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის გავრცელებული მონაცემების დაყრდნობით ავრცელებს.
ესენია ნივეას, ლორეალის, დავის, ინტეზას, ქლეარის, ექსეს და პალმოლივის პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა. ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ევროკავშირში აღნიშნული ნივთიერების შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის გაყიდვა შარშან აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA). ასევე დაგაინტერესებთ: 1. „ნაგვის კუნძულმა“ წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ზომას მიაღწია 2. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში 3. დიდ ბრიტანეთში მენთოლის სიგარეტები აკრძალეს: ნამდვილად ასეთი სახიფათოა? 4. იაპონიაში წლის ბოლომდე ყველა მიკროტალღურ ღუმელს გაანადგურებენ და აი, რატომ 5. ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ 6. რისგან ამზადებენ სინამდვილეში სწრაფი მომზადების ლაფშას? 69 შეფასება არ არის |