x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სასამართლო, რომელიც 2 წელზე მეტია გრძელდება სხვენში ნაპოვნი ნიღბის გამო და საბოლოოდ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია
image

როდესაც ფრანგმა პენსიონერებმა მშობლებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ძველმანი ნივთი იპოვეს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რამხელა სკანდალი მოყვებოდა ამ ამბავს.


ძველმანზე ადგილობრივმა ანტიკვარიატის დილერმა მათ კაპიკები შესთავაზე, არა და ის აღმოჩნდა უნიკალური არტეფაქტი, რომელსაც აფრიკული ფანგის ტომი რიტუალებისთვის იყენებდნენ სულ მსოფლიოში ასეთი მხოლოდ ათიოდე ეგზემპლარი თუ არის დარჩენილი, ამიტომ კოლექციონერები მზად არიან გადაიხადონ მათში მილიონობით ევრო. ახლა პენსიონერები წარუმატებლად ასაჩივრებენ, რათა მიიღონ თავიანთ წილი.


გაჭიანურებულმა სასამართლო პროცესებმა მიიპყრო გაბონის ხელისუფლების ყურადღებაც.




image

1921 წლის მარტში პენსიონერებმა ძველი ნივთების დალაგებისას იპოვეს ნიღაბი.


მოხუცმა წყვილმა ერი და ლუარის დეპარტამენტიდან გადაწყვიტეს გაყიდვამდე მეორე სახლის დალაგება;


88 წლის ქმარმა და 81 წლის ცოლმა სხვენში უხვად იპოვეს წვრილმანები, რომლებიც შეიძლებოდა გაეყიდათ ანტიკვარიატის მოყვარულებზე.


სხვადასხვა ხარახურებს შორის იყო ნიღაბი - წაგრძელებული თეთრი სახე თხელი ცხვირით, თხელი ტუჩებით და წვერით. მოხუცმა ცოლ-ქმარმა სხვა ნივთებთან ერთად ეს ნიღაბი ერთ-ერთ ადგილობრივ ანტიკვარიატთან მიიტანეს, რომელშიდაც მათ შესთავაზა 150 ევრო.


პენსიონერები დათანხმდნენ და გარიგება წარმატებით დასრულდა. თუმცა, სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, მათ გაზეთი გადაშალეს და მიხვდნენ, რომ სასტიკად მოატყუეს.

image

ექსპერტები თვლიან, რომ სინამდვილეში ასეთი ნიღბები უფრო ღირებულია, ვიდრე ლეონარდო და ვინჩის ნახატები.


მოხუცებს კინაღამ ინფარქტი დაემართათ, როცა ნაცნობი ნიღაბის ფოტო ნახეს, რომელიც მონპელიეს აუქციონზე იყო გამოტანილი.


გაზეთში ეწერა, რომ ფოტოზე გამოსახულია თანამედროვე გაბონის ტერიტორიაზე მცხოვრები ფანგის ტომის იშვიათი ნიღაბი.


აუქციონერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნიღაბი ქვეყანაში "დაახლოებით 1917 წელს გაურკვეველ ვითარებაში" შემოიტანა ყოფილი მფლობელის პაპამ, აფრიკის ერთ-ერთი კოლონიის გუბერნატორმა რენე-ვიქტორ ფურნიემ. მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი აფრიკაში გაატარა. 12 წელი მსახურობდა მადაგასკარში, 1908 წელს ჩაერთო დაკარში ადგილობრივი ტომების საქმეებში, ხოლო 1916 წლის 26 სექტემბერს საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის მე-2 კლასის გუბერნატორი გახდა.

image

სწორედ ფანგის ხალხის ნიღბებმა, რომლებიც დაკავშირებულია ნგის საიდუმლო კულტთან, შთააგონა ამედეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. მოდილიანის შემთხვევაში მსგავსება განსაკუთრებით შესამჩნევია: მისი ნახატების უმეტესობაში გმირების სახეები ადვილად შეიძლება ამოიცნოთ, როგორც ფანგის რიტუალური ნიღბების წაგრძელებული ფორმები, წარბების მაღალი თაღები და ტუჩების თხელი ხაზები.


აუქციონზე ნიღაბის სასტარტო ფასი 300 ათასი ევრი იყო, საბოლოოდ კი 2022 წლის მარტში გაიყიდა 4, 2 მილიონ ევროდ.


ნიღბის ყოფილი მფლობელები მომხდარით აღშფოთებულები დარჩნენ. აიყვანეს ადვოკატი და მიმართეს სასამართლოს. პენსიონერების მტკიცებით, ისინი განზრახ მოატყუეს, ორ ადამიანს ადებენ ხელს: არაკეთილსინდისიერი ანტიკვარიატი და საკუთარი მებაღე. სწორედ ამ უკანასკნელმა გააცნო ის მოხუცებს.


სარჩელის შეტანისთანავე, ანტიკვარიატით მოვაჭრემ შესთავაზა კონფლიქტის მოგვარება სასამართლოს გარეშე, გადაუხადა წყვილს 300 ათასი ევრო, სწორედ ასეთი იყო ნიღბის საწყისი ფასი აუქციონამდე.


თუმცა, ახლა მომჩივანი მოხუცების შვილები გამოჩდნენ ასპარეზზე და გარიგებას ეწინააღმდეგებიან.


სასამართლო უკვე ორი წელია გრძელდება, თავიდან ანტიკვარიატით მოვაჭრე გაამართლეს და ნიღაბს ყადაღაც მოხსნეს, შემდეგ სასამართლომ ხელმეორედ დაედო ყადაღა ანტიკვარულ ნივთს, 2023 წლის აგვისტოდან უკვე გაბონის ხელისუფლება და აქტივისტების ჩაერივნენ დავაში და ითხოვენ "აღდგეს სამართლიანობა" და ნიღაბი სამშობლოში დაბრუნდეს.(ქვემოთ ფოტოზე)


image

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0