x
image
Yoona
Mediator image
ტოტალური კომუნიზმი: რა მოხდება, თუ ცივილიზაციის მთელ სარგებელს თანაბრად გავყოფთ დედამიწელებს შორის
საინტერესოა, რა მოხდება დედამიწაზე ტოტალური სამართლიანობა რომ მოვიდეს და ყველა ბუნებრივი რესურსი, ასევე კაცობრიობის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი, თანაბრად გადანაწილდეს პლანეტის მაცხოვრებლებს შორის?



image


უკეთესად ვიცხოვრებდით, თუ მთელ მტკნარ წყალს გადავანაწილებთ შვიდნახევარ მილიარდ ადამიანს შორის? შესაძლოა. რა მოხდება, თუ გავყოფთ, მაგალითად, ოქროს? აქ ყველაფერი ასე მარტივად აღარ არის.



მიწა

image


მიწის ფართობი მოიცავს 148, 429 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.


თითოეულ ადამიანზე მოდის დაახლოებით 19790 კვადრატული მეტრი მიწა.


შედარებისთვის: მონაკოს მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 18679 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე. საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვეა 65.3 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე.



ოქრო

image

ოქროს მოპოვების მთელი ისტორიის მანძილზე წიაღიდან 187 200 ტონა იქნა მოპოვებული.


თითოეულ ადამიანს მოდის 25 გრამი. არსებული მარაგი 57 ათასი ტონა საკმარისია ძმაზე კიდევ 7, 6 გრამის მისაცემად.


სტანდარტული ნიშნობის ბეჭედი სამიდან ექვს გრამამდე იწონის.



მტკნარი წყალი

image

დედამიწაზე 1386 კუბური კილომეტრი წყალია, საიდანაც მხოლოდ 3 % არის მტკნარი წყალი, რომელთა უმეტესი ნაწილი მყინვარებში ან მიწისქვეშეთში მდებარეობს.


მთელი წყლის მხოლოდ 0, 649 % არის ხელმისაწვდომი და სასმელად ვარგისი, რაც შეადგენს დაახლოებით 120 მილიარდ ლიტრს ერთ ადამიანზე. არც ისე ბევრია, როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება წარმოების საჭიროებებზე. მაგრამ დასალევად, ალბათ, საკმარისია.



ნავთობი

image

2016 წლის მდგომარეობით, ნავთობის დადასტურებული მსოფლიო მარაგები 1707 მილიარდ ბარელს შეადგენდა.


თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 36 ათასი ლიტრი მოდის.


ნავთობის მოხმარების ამჟამინდელი ტემპით (დაახლოებით 2 ლიტრი დღეში ერთ ადამიანზე) საკმარისია კიდევ 50 წლისთვის.



რკინიგზა

image

მსოფლიო სარკინიგზო ლიანდაგების საერთო სიგრძე 1 370 782 კილომეტრს აღწევს.


თუ რკინიგზას სამართლიანად დაყოფთ, მაშინ ყველას შეხვდება 18 სანტიმეტრი, ანუ, თქვენს ნაწილზე დგომასაც ვერ შეძლებთ.



მატყლი

image

ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1160 მილიონი კილოგრამი მატყლი იწარმოება.


თქვენ შეგხვდებათ 155 გრამი. სვიტერის მოსაქსოვად დიდხანს დაზოგვა მოგიწევთ.



კოკა–კოლა

image

2016 წელს კომპანიამ ბოთლებში თავისი შავი სასმლის 155 მილიარდი ლიტრი ჩამოასხა.


გაანგარიშებით, ერთ ადამიანზე 20 ლიტრზე ცოტა მეტი მოდის. თავად განსაჯეთ, თქვენთვის ბევრია თუ ცოტა.



საპონი

image

ყოველწლიურად დაახლოებით 4500 მილიარდი კილოგრამი საპონი იწარმოება.


თითოეულ ადამიანს შეხვდება 605 გრამი, ანუ ექვსი საშუალო ზომის მყარი საპონი. დაახლოებით 1 წელი შეიძლება გეყოთ.



სიგარეტი

image

დედამიწის მაცხოვრებლები წელიწადში დაახლოებით 5, 8 ტრილიონ სიგარეტს ეწევიან.


ყველა მიიღებს 773 ღერ სიგარეტს. 38 შეკვრა 365 დღის განმავლობაში - ცრემლები მძიმე მწეველისთვის. იქნებ, არამწეველმა ამხანაგებმა გაუზიარონ.



ყავა

image

2016 წელს ექსპორტიორმა ქვეყნებმა სულ დაახლოებით ცხრა მილიონი კილოგრამი ყავა აწარმოეს.


ყავის მოყვარულებს წელიწადში 1, 23 კილოგრამით დაკმაყოფილება მოუწევთ. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც სიგარეტთან დაკავშირებით.



დონორი სისხლი

image

ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 112, 5 მილიონი დოზა (450 მილილიტრი) დონორი სისხლი ბარდება, რაც შეადგენს 50, 625 ათას ლიტრს.


თითოეული ადამიანი იღებს 6, 75 მილილიტრ სისხლს. ალბათ, ტარაკნისთვის საკმარისი იქნება.



პოლიეთილენის პარკები

image

აი, პარკებთან პრობლემები არ შეგექმნებათ. ყოველწლიურად ქარხნებიდან 5 ტრილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი გამოდის.


700 პარკი წელიწადში, საკმარისია?



ლუდი

image

ლუდის მსოფლიო წარმოებამ 2016 წელს 190, 92 მილიონი კილოლიტრი შეადგინა.


ერთ ადამიანზე 25 ლიტრზე ცოტა მეტია.



კატები

image

კატა ყველაზე პოპულარულია ცხოველია დედამიწაზე, თუ არ ჩავთვლით ადამიანებს. მათი პოპულაცია 600 მილიონ არსებას შეადგენს.


0, 08 კატა ყველაფერია, რაც დარჩება თქვენი შინაური ცხოველიდან, თუ დადგება სამართლიანობა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

3. 5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!

4. ყავა, ტუალეტის ქაღალდი, საფენები: 10 ნივთი, რომლებიც სჯობს ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად საბითუმოდ შეიძინოთ

5. ვეძებთ მეზობელს, ვრთავთ შუქს და სხვა რჩევები ნაქირავებ ბინაში ეკონომიის გასაწევად

6. მსოფლიო ოკეანეში 1, 14 კვადრილიონ დოლარზე მეტი ოქროა - შეიძლება სარგებლის მიღება?

7. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი?

8. 12 ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებმაც მოგვცეს გამოგონებები, რომელთა გარეშე დღეს ვერ ვიცხოვრებდით

9. 4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში

10. 14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
389
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
389