x
image
Yoona
Mediator image
12 ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებმაც მოგვცეს გამოგონებები, რომელთა გარეშე დღეს ვერ ვიცხოვრებდით
ამ ნივთებს თითქმის ყოველდღე ვიყენებთ, და თუ არა, როგორც მინიმუმ, ყველგან გავრცელებულია. ყურსასმენი, მიკროტალღური ღუმელი, კომპიუტერის თაგვი (მაუსი) – ყველა ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტია. იმდენად ნაცნობია, რომ არც კი ვფიქრობთ, ვის მოუვიდა თავში გენიალური იდეა და შექმნა თანამედროვე სამყაროში შეუცვლელი ნივთები!


image


ეს სტატია ეძღვნება მათ, ვინც შემთხვევით ან დაუღალავი შეუპოვრობით გამოიგონა საფენები, საყინულე, ფიჭური კავშირი და სხვა სასარგებლო ნივთი, რომელთაც დღეს ჩვენი ცხოვრებიდან ვერ გამოვრიცხავთ.


საფენები

image


ამერიკელმა გამომგონებელმა მარიონ დონოვანმა მრავალი მცდელობის შემდეგ 1946 წელს შექმნა ჰერმეტული და წყალგაუმტარი საფენის საპირე, რომელიც არის ვიქტორ მილსის მიერ შექმნილი ერთჯერადი საფენის, Pampers–ის წინამორბედი.


პროდუქტების სწრაფად გაყინვა

image

კლარენს ბერდსეი ლაბრადორის ნახევარკუნძულზე ყოფნისას დაინტერესდა, როგორ ყინავდნენ ადგილობრივები თევზს. მთელი რიგი ექსპერიმენტებისა და წარუმატებელი მცდელობების შემდეგ დაენერგა განვითარებული ტექნოლოგია ფართო ბიზნესში, 1934 წელს შექმნა გაყინული ზღვის პროდუქტების მწარმოებელი წარმატებული კომპანია.


ფიჭური კავშირი

image

დუგლას ჰ. რინგი იყო კვლევითი კომპანიის Bell Labs-ის ერთ-ერთი ინჟინერი. 1947 წელს მან შესთავაზა გადამცემის განთავსება ყველა პატარა უბანში (უჯრედში), მაგრამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ვერ მოხერხდა გამომგონებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სწორედ ამიტომ, პორტატული მობილური ტელეფონის შემქმნელად და პირველ ადამიანად, რომელმაც გვაჩვენა მისი გამოყენებით ზარის განხორციელების უნარი, ითვლება მარტინ კუპერი (ფოტოზე).


მიკროტალღური ღუმელი

image

1945 წელს ინჟინერმა პერსი სპენსერმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა: ლეგენდის თანახმად, მის ჯიბეში მოულოდნელად გადნა შოკოლადის ფილა, როდესაც ის ჩართულ მაგნეტრონთან იდგა. 1947 წელს შეიქმნა პირველი მიკროტალღური ღუმელები, უზარმაზარი ზომის და ვიწრო გამოყენებისთვის, ხოლო 2 წლის შემდეგ დაიწყო მისი მასობრივი წარმოება.


ჰერმეტული კონტეინერები

image

1930-იანი წლების ბოლოს ერლ სილას ტაპერმა გამოიგონა შავი, წებოვანი პოლიეთილენის წიდის გაწმენდის მეთოდი და მიიღო პლასტმასი, რომელიც 1945 წელს კონტეინერების შესაქმნელად გამოიყენა.


ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

image

ამერიკელმა ქალებმა კეტრინ მაკკორმიკმა და მარგარეტ სენგერმა, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იცავდნენ ქალთა უფლებებს, მოუწოდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შეექმნათ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მათ მხოლოდ ბიოლოგი გრეგორი პინკუსი გამოეხმაურა, რომელმაც კვლევის ფარგლებში მიიღო ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც აფერხებდა ოვულაციას. 1960 წელს ტაბლეტები გამოსცადეს და მისი ყველგან გამოყენება დაიწყო.


ლაზერი

image

ოპტიკური კვანტური გენერატორის (ლაზერის) შემუშავება ეკუთვნის ერთდროულად სამ ფიზიკოსს: ალექსანდრე პროხოროვს, ნიკოლოზ ბასოვს და ჩარლზ ტაუნზს, რისთვისაც მათ მიიღეს ნობელის პრემია 1964 წელს.


სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი

image

ავიასამშენებლო კომპანიიდან საავტომობილო კომპანიაში გადასვლის შემდეგ ნილს ბოლინი გახდა უსაფრთხოების წამყვანი ინჟინერი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ალბათობის გასაზრდელად ნილსმა გამოიგონა ქამარი, რომელიც იცავს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებს.


კომპიუტერის თაგვი (მაუსი)

image

დუგლას კარლ ენგერლბარტმა გამოიგონა ბევრი ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში (ტექსტის რედაქტორი, ონლაინ ჯგუფური კონფერენციები და ა.შ.). 1967 წელს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბილ ინგლიშთან ერთად შექმნილი კომპიუტერის მაუსი (მაშინ ჯერ კიდევ ხის!) ყოველდღიური ცხოვრების ელემენტი გახდებოდა.


ყურსასმენი

image

„თქვენი არ მესმის, ყურსასმენით მუსიკას ვუსმენ“ – ისმენს დედა ყოველი მეორე მოზარდისგან და „მადლობას“ ეუბნება ნათანიელ ბოლდუინს, რომელმაც გამოიგონა თავისი პირველი ყურსასმენი სამზარეულოში, ხოლო მისი გაუმჯობესებული ვერსია 1915 წელს დააპატენტა.


მიკროსკოპი

image

დავბრუნდეთ უკან დროში, მე-17 საუკუნის ბოლოს, და გავიხსენოთ ანტონ ვან ლეუვენჰუკი, ჰოლანდიელი ნატურალისტი, რომელმაც რობერტ გუკის ნამუშევარში „მიკროგრაფია“ შთაგონება იპოვა, დაეუფლა ხეხვის ხელობას და ლინზების დამზადება დაიწყო, შემდეგ კი მიკროსკოპი გამოიგონა.


ტუალეტის ავზი

image

პოპულარული ლეგენდის თანახმად, ტუალეტის გამომგონებელია თომას კრეპერი. სინამდვილეში, ის იყო სანტექნიკოსი და ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც შექმნა სხვადასხვა სასარგებლო ნივთი ტუალეტისთვის, მათ შორის წყლის ავზი.


აქ შეგიძლიათ ნახოთ ექსპერიმენტი, რომელმაც შემთხვევითი აღმოჩენა გამოიწვია.

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
270
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
270