x
image
თამილა გურაშვილი
ასტროფიზიკოსებმა დედამიწაზე სიცოცხლის ახალი კოსმოსური საფრთხე აღმოაჩინეს
image
ამერიკელმა მეცნიერებმა ილინოისის უნივერსიტეტიდან ურბან-შამპეინში დაადგინეს კიდევ ერთი სავარაუდო კოსმოსური მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწაზე ყველა სიცოცხლეს. საუბარია კილონოვაზე - აფეთქებაზე ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებისას. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Astrophysics-ში.



გამოთვლების მიხედვით, ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 36 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის გამო მოხდება საკმარისი სიმძლავრის გამოსხივება დედამიწამდე მისასვლელად, რაც გამოიწვევს მასობრივ გადაშენებას.



„ნეიტრონული ვარსკვლავები შეიძლება არსებობდნენ ორმაგ სისტემებში და მათი შერწყმისას იშვიათი, მაგრამ სანახაობრივი მოვლენა ხდება.“ - თქვა გუნდის ლიდერმა ჰეილ პერკინსმა.


ასტრონომებმა დაადგინეს, რომ როდესაც კილონოვა წარმოიქმნება, გამა სხივების ვიწრო ნაკადები (ე.წ. ჭავლები) შერწყმისსას ორივე მხრიდან ამოიფრქვევა, რაც მის გზაზე მყოფ ნებისმიერ ცოცხალ არსებას 279 სინათლის წლის მანძილზე დაწვავს. თუმცა, ჭავლებს აქვთ ძალიან შეზღუდული დიაპაზონი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედამიწაზე პირდაპირ გავლენა მოახდინოს.




თავად ეს ჭავლი გარშემორტყმულია გამა გამოსხივებით, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დედამიწის ოზონის შრეზე, თუ ისინი გაივლიან სულ მცირე 13 სინათლის წელიწადის დაშორებით ჩვენი პლანეტიდან. გარდა ამისა, როდესაც გამა სხივები შედის ვარსკვლავთშორის გარემოში გაზთან და მტვერთან, წარმოიქმნება ძლიერი რენტგენის სხივები. ის გამა გამოსხივებაზე ბევრად მეტ ხანს ძლებს და ასევე, შეუძლია დედამიწის ოზონის შრის იონიზაცია.




დაბოლოს, ხმელეთის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში კილონოვას ეფექტი დაკავშირებულია მაღალი ენერგიით დამუხტული ნაწილაკების გამოყოფასთან, რომლებიც ასევე, ცნობილია როგორც კოსმოსური სხივები. ჭავლისგან განსხვავებით, ისინი გაშლილი ბუშტის მსგავსად ყველა მიმართულებით იშლება. თუ დედამიწა მოხვდება ასეთ სფეროში, ის დაკარგავს ოზონის შრეს და დაკარგავს დაცვას მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ათასობით წლის განმავლობაში.




თუმცა, ასეთი აპოკალიფსური სცენარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა მოხდება დედამიწასთან ძალიან ახლოს კოსმოსური სტანდარტებით, რაც უკიდურესად საეჭვოა. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ასტეროიდები და მზის აფეთქებები დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და პლანეტის სიცოცხლეს.

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0