x
image
თამილა გურაშვილი
21 დეკემბრის ღამეს ზამთრის მზის ბუნიობაა- როგორ შევცვალოთ ამ დროს ცხოვრება უკეთესობისკენ?

image




დეკემბერი ძალიან დიდებულია მშვენიერი დღეებით და ჯადოსნური განწყობით. ეს შემთხვევითი სულაც არ არის.
21 დეკემბრის ღამეს 22 დეკემბრის ჩათვლით, მოხდება ზამთრის მზის ბუნიაობა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზის შემობრუნება.


ენერგეტიკული თვალსაზრისით, ახალი წელი ამ დროს მოდის.


ძლიერი ენერგია, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრების ყველა სფეროს უკეთესობისკენ შეცვლას, 21 დეკემბრის ღამით და 22 დეკემბერს მოდის.
ასევე, ენერგიულად ძლიერი დღეებია მზის ბუნიობამდე სამი დღით ადრე და სამი დღის შემდეგ.



21 დეკემბრისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია თქვენ ყველა წყენისგან განთავისუფლდეთ და მიზანშეწონილია, ყველა სესხის დაფარვა.



ასევე 21-დან 22-ე ღამე სურვილების შესრულების ჯადოსნური ღამეა.
21 დეკემბრის საღამოს აუცილებლად დაწერეთ ფურცელზე ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილები მომავალი წლისთვის!


ეს საუკეთესო დროა ლოცვების, მედიტაციისა და ენერგეტიკული პრაქტიკისთვის. გამოიყენეთ იგი და ეს შესანიშნავ შედეგებს მოიტანს.


ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღებით აკონტროლოთ თქვენი ემოციები, აზრები, შეინარჩუნეთ ბალანსი.


21-22 დეკემბრის ღამით, კარგი იქნება, სანამ საწოლში დაწვებით გონებაში ჩამოაყალიბოთ მომავალი წლის სურვილები, რაც გინდათ მოგიტანოთ მომავალმა წელმა და ამის შემდეგ დაიძინეთ.



22 დეკემბრის დილით, არ იჩქაროთ საწოლიდან ადგომა. კვლავ გონებაში გაიმეორეთ თქვენი მომავალი წლის სურვილი და სამყაროში გაუშვით შემდეგი ფრაზით:


დაე, ყველაფერი იყოს ასე, ჩემი სურვილის, ჭეშმარიტების და შემოქმედის ნებით. ჩემი და ყველა ცოცხალი ადამიანის საკეთილდღეოდ. მადლობელი ვარ!

1
4867
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
4867
  
2019, 21 დეკემბერი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1