ასტროლოგია უცხოპლანეტელები იყვნენ და კვლავ ემზადებიან დედამიწაზე სტუმრობისთვის- მეცნიერები შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებენ 2019, 25 ნოემბერი, 19:12 ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აკეთებენ სენსაციურ განცხადებას: უცხოპლანეტელები დედამიწაზე უკვე იყვნენ. მკვლევარების აზრით, მომავალში არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიძლება ეწვიონ ჩვენს პლანეტას. ეს არ იქნება შოკისმომგვრელი ფენომენი, არამედ იქნება ბუნებრივი ფაქტი, რომელიც უკვე მოხდა. მკვლევარები თავიანთი განცხადებების საფუძვლად ასახლებენ იმ ფაქტს, რომ დედამიწის მზის სისტემა ახდენს სრულ ბრუნვას ირმის გალაქტიკის გარშემო, 230 მილიონ წელიწადში ერთხელ. ამ პერიოდის განმავლობაში, ლურჯ პლანეტას ალბათ სხვა გალაქტიკების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდა მაშინ, სანამ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი გადაიქცეოდა გონიერ არსებებად. გალაქტიკაში სულ მცირე ასი მილიარდი ვარსკვლავია. მკვლევარების აზრით, დადგენილია, რომ აქედან ათ მილიარდ ვარსკვლავს შეიძლება ჰქონდეს დედამიწის მსგავსი შესაძლებლობები ცხოვრების სხვადასხვა ფორმის არსებობისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გალაქტიკის გარშემო მზის სისტემის ერთი სრული ბრუნვის დროს, ცისფერ პლანეტას შეეძლო შეხვედროდა არამიწიერ ცივილიზაციებს. ჯერჯერობით, ამ თამამ ჰიპოთეზას ოფიციალური მტკიცებულება არ აქვს. მაგრამ ასტროფიზიკოსები მას პირდაპირ უკავშირებენ თანამედროვე აღჭურვილობის მიერ მიღებულ იდუმალ რადიო სიგნალებს. სიგნალები მოდის გარე სამყაროდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გარკვეული ცივილიზაციები, რომლებიც დედამიწას უკვე იცნობენ, აგზავნიან გარკვეულ სიგნალებს. ისინი შესაძლოა მიგვანიშნებენ, რომ მათი შემდგომი ვიზიტი მალე მოხდება. 2106 3-ს მოსწონს
|