ასტროლოგია უფოლოგებმა მთვარეზე უცხოპლანეტელების ობიექტი დააფიქსირეს 2019, 7 აპრილი, 13:52 რამდენიმე დღის წინ ქსელში უჩვეულო ვიდეო გამოჩნდა. ვიდეო გადაიღეს სამოყვარულო უფოლოგებმა მყარი მოძრავი ტელესკოპური კამერების გამოყენებით. ვიდეოს ავტორები ამბობდნენ, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში უნდოდათ რაღაც უჩვეულოს გადაღება, რაც უცხოპლანეტელებთან იქნებოდა დაკავშირებული.
კამერები დააყენეს კოსმოსური სივრცის სხვადასხვა მიმართულებით, სადაც იყო მყარი გრავიტაცია. რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ მთვარის ზედაპირს და რამდენიმე დღის წინ შენიშნეს ობიექტი, რომელიც ჩვენი თანამგზავრის ზედაპირიდან აფრინდა.
უფოლოგებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია ასეთი გრავიტაციის პირობებში მაღალი სიჩქარის განვითარება აფრენისთანავე.
ექსპერტთა უმეტესობა სკოტ უორინგის კვლევას ეყრდნობა, რომელმაც ადრე განაცხადა რომ უცხოპლანეტელებმა ბაზები ააშენეს მთვარის სიღრმეში და მათი აქტივობა მთვარეზე ხშირად შეინიშნება.
სკეპტიკოსებს და მეცნიერებს, როგორც ყოველთვის, არ სჯერათ უცხო ხომალდების არსებობა. ძალიან ხშირად კოსმოსში არსებულ ასტეროიდებს მიიჩნევენ უცხოპლანეტელთა თეფშად, ან მათი აზრით ეს შესაძლოა იყოს, მთვარის ზედაპირიდან გამოყოფილი კოსმოსური ქვა.
317 1-ს მოსწონს
|