x
image
თამილა გურაშვილი
კოსმოსიდან დაფიქსირებულ იქნა ძლიერი სიგნალები, რომელიც 157 დღეში მეორდება

image




მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა დააფიქსირა მეორე შემთხვევა ისტორიაში, მძლავრი მოკლე რადიო სიგნალების ციკლური გადაცემის შესახებ კოსმოსური სივრციდან, რომლებიც მეორდება 157 დღის სიხშირით.




მოკლე ანგარიში გამოქვეყნებულია მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ვებსაიტზე. საუბარია იდუმალი სიგნალების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც FRB. ისინი პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს.




ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ეს სიგნალები არამარტო მოკლეა, არამედ ერთჯერადია. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა გაანალიზეს FRB 180916.J10158 + 56, რომელიც CHIME-ს ტელესკოპმა დააფიქსირა კანადაში და დაადგინეს, რომ ეს სიგნალი ყოველ 16 დღეში მეორდება.





ახალ კვლევაში ასტრონომებმა შეისწავლეს 32 სწრაფი რადიოსიგნალი. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ FRB 121102 სახელით ცნობილი მოვლენა, ასევე, სპეციფიკურ ციკლს მიეკუთვნება. თუმცა, მისი ციკლი დაახლოებით 10 ჯერ გრძელია, ვიდრე, ზემოთ აღწერილი.




მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენას აქვს საკმაოდ გასაოცარი ნიშანი. როგორც ჩანს, ის ორი "ფანჯრისგან" შედგება. პირველ მათგანში 90 დღის განმავლობაში შეინიშნება რადიოსიგნალების უწყვეტი ნაკადი. ამის შემდეგ დგება მშვიდი პერიოდი 67 დღის განმავლობაში. ეს ციკლი მეორდება 157 დღეში.




მკვლევარები თვლიან, რომ მათი აღმოჩენა მნიშვნელოვან მინიშნებას იძლევა ამ საიდუმლოებით მოცული სწრაფი რადიო სიგნალების წარმოშობის დასადგენად. რეგულარული თანმიმდევრობის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ისინი დაკავშირებულია მასიური ვარსკვლავის, ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის ორბიტალურ მოძრაობასთან.




”ეს საინტერესო აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, თუ რა ცოტა რამ ვიცით FRB- ის წარმოშობის შესახებ, ” ამბობს თანაავტორი დუნგან ლორიმერი. საჭიროა, დიდი რაოდენობით FRB– ზე შემდგომი დაკვირვება, ამ პერიოდული სიგნალების წყაროების უფრო ნათელი სურათის მისაღწევად და მათი წარმოშობის დასადგენად.”


0
911
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
911
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0