საზოგადოება "ჩართავ ნოდარ მელაძის ანონსს, გგონია რაღაც მოხდება… და სიაფანდობაა" – ალეკო ელისაშვილი (ვიდეო) 2023, 25 ოქტომბერი, 20:19 ![]() პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი და პარტია მოქალაქეების დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ღიად აღნიშნავს, რომ ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსები რეპორტაჟებთან თანხვედრაში არ არის. მისივე თქმით, ანონსის მოსმენის შემდეგ გგონია, რომ რაღაც გასკდება, თუმცა რეპორტაჟი იმავე თემაზე სრული სიაფანდობაა. . “მიმაჩნია, რომ ტვ პირველი ყველაზე მეტად შეკრულია. ჩართავ შაბათს, ანონსი გადის, გგონია გასკდება ყველაფერი, უყურებ რეპორტაჟს და არაფერი, სიაფანდობა”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსი”-ს ეთერში, მერაბ მეტრეველის საავტორო გადაცემა “პოლიტქალაქში” სტუმრობისას. წამყვანის კითხვაზე, რომ საინტერესო თემებიც აქვს, ელისაშვილი პასუხობს: . აი ალაგ–ალაგ... ძალიან ცოტა.... ადგნენ და გააკეთონ თვეში ერთი გადაცემა. დანარჩენი ისეთ რეპორტაჟებს აკეთებენ, რითაც ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან... ხოხბები რატომ მოამრავლა ივანიშვილმაო... ბიჭო, ძლივს კარგ რაღაცას აკეთებს და რატომო? ყველას თავის სიგიჟე აქვს... –– აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი . 676 1-ს მოსწონს
|